სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ყველა ქალის ოცნებაა გარუჯული, პრიალა და ჯანმრთელი კანი ჰქონდეს. ხშირად ამისთვის ისინი სოლარიუმს აკითხავენ. დღეს ბევრს საუბრობენ ამ უკანასკნელის მავნებლობაზე. გეტყვით, რომ გადაჭარბება არც აქ ვარგა. სოლარიუმმა იცის შეჩვევა, ეს კი მავნებელია ჯანმრთელობისთვის.



ჭარბი სხივების მიღება კანს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ხდება მისი პიგმენტური სქემის დარღვევა, იწყება ანთებითი პროცესი და შესაძლოა, ამან კანის კიბოც კი გამოიწვიოს.



ბევრმა, ალბათ, არც კი იცის შხაპის სამკურნალო თვისებების შესახებ. ჩვეულებრივ შხაპს ესწევს უნარი, გააუმჯობესოს კანის საერთო მდგომარეობა. მთავარია, შხაპის მიღების დროს


სწორად შეარჩიოთ წყლის ტემპერატურა.

ცხელი შხაპი შესანიშნავად ხსნის დაძაბულობას, დაღლილობის შეგრძნებას, ადუნებს ხეულს და ასუფთავებს კანს.



თუ ყოველდღე ძალიან ცხელ შხაპს მივიღებთ, კუნთები მოეშვება და არასასიამოვნო ფორმას მიიღებს. ცხელი შხაპის მიღება კარგია ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გრილი წყლის ნაკადი გადაივლეთ.



ცივი შხაპი ჭიმავს კანს, მაგრამ აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. კონტრასტული შხაპი – ცხელი და ცივი წყლის ნაკადის სწრაფი მონაცვლეობა, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ებრძვის ცელულიტს. პროცედურა აუცილებლად ცივი წყლით დაასრულეთ, რადგან ამ დროს კანზე არსებული ფორები იხურება. ნეიტრალური შხაპი, რომელიც სხეულის ტემპერატურის შესაბამისია, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამიტომ,
თუ დაძაბული დღე გქონდათ, ათი წუთით მაინც მიიღეთ ნეიტრალური შხაპი და მშვიდად დაიძინეთ.



მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player