სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დილით, როცა ორგანიზმს ჯერ კიდევ სძინავს და იწყებს მუშაობას, ის საჭიროებს მსუბუქ საუზმეს. სწორი საუზმე კი მატებს ძალას და ენერგიას ორგანიზმს მთელი დღის განმავლობაში.

 


რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ფაქტია, რომ შვრიის ფაფა ითვლება ყველაზე საუკეთესო საუზმედ . მას არ აქვს უკუჩვენება და მისი ჭამა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. შვრიის ბურღული კარგად ასუფთავებს კუჭ-ნაწლავს, ცოცხის მუშაობის მსგავსად გამოდევნის შლაკებსა და ნაგავს. შვრია ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტიმულირებას, არ აძლევს გასტრიტს და წყლულს პროგრესირების საშუალებას. შვრია მდიდარია ბიოტინით (B ჯგუფის ვიტამინები), რომელიც სასარგებლოა კანისთვის და იცავს დერმატიტისგან. შვრია – ადვილად ათვისებადი პროდუქტია .დაგანაყრებთ და არ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა.
შვრიის ბურღული შეიცავს – კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, თუთიას;
ვიტამინებს – В1, В2, РР, Е.

 

უმჯობესია ფაფა მოამზადოთ თავად , რადგან პაკეტებში შეფუთული, ერთჯერადი მოხმარების ფაფები საფრთხეს წარმოადგენს თქვენი ჯანმრთელობისთვის. როგორც წესი , მსგავსი პროდუქტები გაჯერებულია შაქრითა და გემოს გამაძლიერებლებით.
შვრიის ფაფის მომზადება შეგიძლიათ როგორც წყლით, ასევე რძითაც. სურვილისამებრ დაამატეთ თაფლი, ხილი, მურაბა და სხვა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player