სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დათრგუნეთ მგლის მადა და აკონტროლეთ შიმშილის გრძნობა

 

მზის სინათლე თავის ტვინში ბედნიერებისა და სიმშვიდის ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს, მისი ნაკლებობა კი დაღლას და შრომისუნარიანობის დაქვეითებას იწვევს. დაუოკებელი შიმშილის გრძნობის დაძლევა ადვილი არ არის, რის გამოც ადამიანთა უმრავლესობა სწრაფად იმატებს წონაში. შიმშილის გრძნობის ხშირი შემოტევისას დაუყოვნებლივ გადით გარეთ და ნახევარი საათით მაინც გაისეირნეთ. ქვედა კიდურების კუნთების ვარჯიში შიმშილის გრძნობას კლავს. ხშირად მიირთვით წვნიანი კერძები, რადგან ასე კუჭი გაცილებით ნელა იცლება, დანაყრების შეგრძნებაც ხანგრძლივდება და თავსაც კარგად იგრძნობთ. დადებითი ეფექტი საგრძნობლად მოიმატებს, თუ უპირატესობას მიანიჭებთ ბოსტნეულის, განსაკუთრებით კი სტაფილოსგან მომზადებულ კერძებს. ფსიქოლოგიურად გამოწვეული შიმშილის მოსაგერიებლად საუკეთესო წამალი ტრიფტოფანით მდიდარი პროდუქტებია. რაც მეტია ჩვენს რაციონში ტრიფტოფანი, მით მეტი სეროტონინი გამომუშავდება და თავსაც უკეთ ვიგრძნობთ. ამისთვის ხშირად უნდა მივირთვათ ქათმის, საქონლის, ინდაურის ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი, თხილი. ნუ მიეძალებით რძიან ყავას, ცხელ შოკოლადს და კაპუჩინოს. კოფეინის სიჭარბე ორგანიზმს ცხიმების ჭარბად დაგროვებაში ეხმარება. ხშირად მიირთვით ხილი, ის ენერგეტიკული ბალანსის შევსებას უწყობს ხელს. ასევე, ცნობილია, რომ წიწაკით მდიდარი საკვები ჭამიდან დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში 50 პროცენტით აძლიერებს გულისცემის რიტმს, ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს და მონელებისას გაცილებით მეტ ცხიმს წვავს. ამ დროს არც ბევრს მიირთმევთ და თან გემოვნების რეცეპტორებსაც გაცილებით სწრაფად დაიკმაყოფილებთ. ამიტომ, თუ საკუთარი ჯანმრთელობა და განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავი ამის საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ, მიირთვათ მწარე საკვები. ნახშირწყლების გამომრიცხველ დიეტებს თან დეპრესია ახლავს. ეს კი სწორედ სეროტონინის ნაკლებობას უკავშირდება. ნახშირწყლების გარეშე თავის ტვინში ფერხდება ამინომჟავა ტრიფტოფანის შეღწევა, რომელიც თავის მხრივ სეროტონინის სინთეზისთვის არის აუცილებელი. გამოუძინებელ ადამიანებში გაცილებით აქტიურად მიმდინარეობს მადის გამაძლიერებელი ჰორმონების სინთეზი, ამიტომ არის ხშირი უძილობა წონაში მომატების მიზეზი.

მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player