სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

საერთაშორისო გაზეთ "Caucasus Times"- ის, ენდოკრინოლოგიური კლინიკა MG-ის ინიციატივითა და საზღვაო სასწავლო ცენტრი “ანრის”, მხარდაჭერით 7 ოქტომბერს ბათუმში, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის, იოდოდეფიციტისა და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების, პრევენციის აქცია მოეწყო.



ენდოკრინოლოგიური დაავადებების გამოვლენის მიზნით უფასო გამოკვლევების ჩატარება ნებისმიერ მსურველს 4 დღის განმავლობაში შეეძლო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის აქცია წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელ საქართველოს მოიცავს. აღნიშნული გაზეთი მოქალაქეებს, შემდგომი გამოკვლევებისა და სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მკურნალობის ხარჯების 10 %-ის დაფარვაში დაეხმარება, ხოლო დარჩენილ 90 %-ს მათთვის „შაქრიანი დიაბეტის“ სახელმწიფო პროგრამა დაფარავს.

 


ორგანიზატორების განცხადებით აქციის გამართვა ენდოკრინოლოგიური დაავადებების სტატისტიკური მაჩვენებლების მატებამ განაპირობა. ამ პრობლემასთან დაკავშირებით “ცაუცასუს ტიმეს”-Iი კლინიკა MG-ის დირექტორს ქალბატონ მამანა გაბისონიას გაესაუბრა.



შაქრიანი დიაბეტი ეს არის კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება, როდესაც ინსულინი არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავდება. უპირველესი მიზეზი, რაც შეიძლება ამ დაავადებას იწვევდეს, არის გენეტიკურად მიდრეკილება დიაბეტისკენ. გარდა ამისა, სტრესი, არასწორი კვება იწვევს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას, ეს კი თავისმხრივ, ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას.



- ქალბატონო მანანა, ქართველებში რამდენად გავრცელებულია ეს დაავადება? როგორია დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა სტატისტიკური მაჩვენებელი?



- ბოლო პერიოდში დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, რადგან ადამიანებს სტრესულ გარემოში უხდებათ ცხოვრება, ამას არაწორი კვება და ზოგადად, არასწორი ცხოვრების წესი ემატება, რაც ადამიანს მიდრეკილს ხდის ნებისმიერი დაავადებისკენ.
დიეტები, რომლებსაც ევროპელები გვთავაზობენ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ქართველების მხრიდან, რადგან ქართველი ხალხი ჭარბწონიანობისკენაა მიდრეკილი ,, რაც ასევე ხელს უწყობს დიაბეტით დაავადებას.


- ამ დაავადებას პაციენტების მხრიდან რამდენად ექცევა ყურადღება? და რა სავალალო შედეგი შეიძლება მოუტანოს პაციენტს უყურადღებობამ?



Kულტურა ამ მხრივ ნაკლებია ჩვენში. იწყება წონაში კლება, საერთო სისუსტე, ხშირი შარდვა, პირის სიმშრალე და ა.შ. მხოლოდ ამგვარი მკაფიო გამოვლინებების შემდეგ იჩენენ ყურადღებას. მუდმივმა უყურადღებობამ სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს დაავადებული, რადგან მაღალი შაქარი აზიანებს გულსისხლძარღვთა სისტემას, მხედველობას, ნევრულ სისტემას, ღვიძლს, თირკმელს და ზოგიერთები კომაშიც კი ვარდებიან. Gგარდა ამისა, “დიაბეტური ტერფი” – არის ასეთი გამოთქმა, რომელიც მოიცავს რიგ დაავადებათა კომპლექს ეს არის – ნეიროპათია და ანგიოპათია ანუ სისხლძარღვების და ნევრული დაბოლოებების დაზიანება, როდესაც ირღვევა ატროფიკა(კვება). კიდურებს შედარებით უფრო წვრილი კაპილარები კვებავს და მუდმივი სტრესის პირობებში ვიწროვდება კაპილარები ,შესაბამისად, მაღალი შაქარი ვითარდება. როცა მაღალია შაქარი, საკმარისია დაავადებულმა გაიკაწროს ქსოვილი, რომ ის აღარ ხორცდება, ვითარდება წყლული, შემდეგ გადადის განგრენაში. იგივე ხდება თვალებში, წვრილია კაპილარები და სისხლძარღვები, კვება ცუდია – ხდება მხედველობის დაკარგვა.



- რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ენდოკრინოლოგირ დაავადებათა პრევენცია?



- ეფექტურია. საზოგადოება იყო არაინფორმირებული, როგორც ფარისებურის, ისე დიაბეტის შესახებ, საერთოდ არ იცოდნენ, რომ შაქარი ჰქონდათ. როდესაც ვაკეთებდით ანალიზებს, პაციენტების მხრიდან იყო ჩივილები, თუმცა ვერ ხვდებოდნენ რისგან გამოწვეული. ცუდი მდგომარეობა იყო კვების მხრივაც, უმრავლესობა დღის პირველ ნახევარში უჭმელია და ღამის საათებში იკვებება.



- როგორია თქვენი ვარაუდი, მომავალში გაიზრდება თუ, პრევენციის საშუალებით, დაიკლებს დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი?



- ეს პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება, ვვარაუდობთ, რომ ახალი წლიდან ახალი ბიუჯეტიც დამტკიცდება. ამგვარად, ეს პრევენცია ნამდვილად ხელს შეუწყობს ზოგადი სტატისტიკური მონაცემების ცვლილებას უკეთესობისკენ. დაავადების შესახებ უკვე იმდენი დაიწერა და გაკეთდა, რომ საზოგადოებამ მიიღო ელემენტარული ცოდნა და კითხვებიც უჩნდებათ: “ შაქარი ხომ არ მაქვს?” – ეს უკვე მიანიშნებს ამ პრევენციის ეფექტიანობაზე.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player