სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნერწყვის გამოყოფა იმუნურ სისტემას აძლიერებს



ცხოვრების არანორმალური რიტმის გამო ადამიანი მუდამ ჩქარობს, ხშირად ჭამაც კი ავიწყდება, ან ისე სწრაფად ჭამს, რომ აღარც კი ახსოვს რა რაოდენობის და რა სახის საკვები მიირთვა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ 30-35 წლის ასაკში ადამიანს უკვე დაავადებული აქვს კბილები, აწუხებს გასტრიტი, წყლულები. სხვათა შორის, ამ სიტუაციის გამოსწორება შეიძლება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკვებს სწორად გადაამუშავებს. უნდა გაითვალისწინოთ ორი უმთავრესი ფაქტორი: პირველი, საკვების კარგად დაღეჭვაა. ასე საკვებს კუჭი ძალიან იოლად შეიწოვს. მეორე ფაქტორი კი ნერწყვის საშუალებით საკვების კარგად დამუშავებაა. ნერწყვში შედის ჰორმონები, ფერმენტები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ვიტამინები და ასევე, მინერალური კომპონენტები, კერძოდ კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და სხვა. საკვების გადამუშავება პირის ღრუში იწყება. თუ საკვები პირის ღრუში არ არის კარგად გადამუშავებული, ის კუჭ-ნაწლავში მოუმზადებელი ხვდება და ძნელად აითვისება. ეს კი გასტრიტის და წყლულოვანი დაავადებების საბაბი ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყოფა ნახშირბადი, რომლის საშუალებითაც სისხლში გამოიყოფა კეტონები და ალდეჰირები. ეს ნივთიერებები ძალიან შხამიანია და დროთა განმავლობაში ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას საგრძნობლად ანგრევს. როდესაც ადამიანი საკვებს გარკვეული დროის განმავლობაში ღეჭავს, ასეთ დროს ის ნაკლებს მიირთმევს, რადგან ორგანიზმი დროულად ხვდება, როდის უნდა შეწყვიტოს ჭამა, სიგნალი კი თავის ტვინში სწორედ კუჭიდან მიდის. საკვების ღეჭვა კბილებისა და ღრძილებისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ღეჭვის დროს გამოყოფილი ნერწყვი პაროდონტოზის გაჩენას გამორიცხავს. ნერწყვში არსებული სასარგებლო ნივთიერებები კი კბილებს კარიესისგან აზღვევს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player