სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

კომფორტული მონელება

რა სჭირდება პატარას იმისათვის, რომ ხშრად გიღიმოდეთ? პასუხი ამ კითხვაზე ერთდროულად მარტივი და გენიალურია: ბავშვი მხიარულია, როდესაც თავს კარგად გრძნობს; მზადაა ითამაშოს და შეითვისოს ახალი ჩვევები, თუ მისი მუცელი სრულ წესრიგშია!

 



ჯანმრთელი მონელება უზრუნველყოფს თქვენი პატარას კომფორტის შეგრძნებას, ხელს უწყობს მის განვითარებას და დადებით გავლენას ახდენს იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე.
ბავშვის სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში, საჭმლის მომნელებელი სისტემა ბოლომდე კიდევ არ არის ფორმირებული და ძალიან მგრძნობიარეა. დედის რძე - ეს უნიკალური საკვები უზრუნველყოფს პატარას ყველა სასარგებლო ნუტრიენტით, ადვილად გადამუშავდება და იცავს ნაწლავური ინფექციებისგან.


ბავშვის განვითარების ყველა ეტაპზე დედამ ყურადღება უნდა გაამახვილოს პატარას კვებაზე. თუ რაიმე მიზეზის გამო გადაწყვეტთ რომ ძუძუს მოწყვიტოთ თქვენი პატარა, აუცილებლად კარგად დაფიქრდით და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგით ეს ნაბიჯი. კონსულტაცია გაიარეთ პედიატრთან და მისი რეკომენდაციით შეარჩიეთ რძის ფორმულა თქვენი შვილისთვის.


ამერიკული კომპანია Abbott –ი მუდმივად ზრუნავს ბავშვების ჯანმრთელობაზე და მათი მშობლების სიმშვიდეზე. კომპანიის ექსპერტების მიერ დამზადებული ადაპტირებული საბავშვო ფორმულების ძირითადი თავისებურება, რომელიც განასხვავებს მათ სხვა ნარევებისგან -უნიკალური მუცლის დაცვის სისტემაა.


რას ნიშნავს მუცლის დაცვის სისტემა?

ეს არის სპეციალური ინგრედიენტების უნიკალური თანაფარდობა:


• პრობიოტიკები (ბიფიდობაქტერიები)
• პრებიოტიკები (გალაქტოოლიგოსაქარიდები (გოს)
• მცენარეული ცხიმების ნარევი, პალმის ზეთის გარეშე


რძის ფორმულები მუცლის დაცვის სისტემით უზრუნველყოფს ბავშვს საკვები ნივთიერებებით, ხელს უწყობს ნორმალურ ზრდა-განვითარებას, ნაწლავთა რბილ მოქმედებას, საკვების ჯანსაღ მონელებას და ძვლის მინერალიზაციას.


პრობიოტიკები (ბიფიდობაქტერიები) მიკროორგანიზმებია, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის საკუთარი ჯანსაღი მიკროფლორის ფორმირებას.
პრებიოტიკები (გალაქტოოლიგოსაქარიდები- გოს) საკვები ბოჭკოებია, რომლებიც არ გადამუშავდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში, მსხვილ ნაწლავში მოხვედრისას ხელს უწყობს რბილი დეფეკატის და ნაწლავის საკუთარი ჯანსაღი მიკროფლორის ფორმირებას.


მცენარეული ცხიმების უნიკალური ნარევი პალმის ზეთის გარეშე დედის რძის და პალმის ზეთის ტრიგლიცერიდების (ცხიმის) მოლეკულები მნიშვნელოვნად განსხვავება თავისი აგებულებით. ტრიგლიცერიდის აგებულებაზეა დამოკიდებული კალცის და ცხიმების მონელება და ათვისება ბავშვის ნაწლავის მიერ.


ნაწლავში პალმის ზეთის მონელებისას, გამოთავისუფლდება პალმიტინის მჟავის დიდი რაოდენობა, რომელიც უერთდება კალცს და ქმნის უხსნად შენაერთს. შედეგად ბავშვის დეფეკატი მკვრივდება, ორგანიზმიდან ხდება კალცის გამოდევნა. კალციუმი კი ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცე ძვლების ფორმირებისთვის.


პალმის ზეთის არ არსებობა რძის ნარევში, ხელს უწყობს რბილი დეფეკატის ფორმირებას დედის რძით კვების მსგავსად და როგორც დედები აღნიშნავენ 70%-მდე ამცირებს კოლიკის სიხშირე.


თუ თქვენს პატარას არა აქვს პრობლემები საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ ოჯახში ყოველთვის იქნება მიზეზი ახალი სიხარულისთვის. გაიხარეთ თქვენი პატარას მიღწევებით კომპანია Abbott–ის მიერ დამზადებულ რძის ფორმულებთან ერთად.

 

სტატია მოგვაწოდა

 „ჯორჯია ნუთრიშენ“ - საერთაშორისო კომპანია “SIMILAC”-ის 
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.  

www.geonutrition.ge
www.similac.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4