სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

"ნაყრდება თუ არა ჩემი პატარა?" ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა, რომელიც იწვევს ჩვილის მშობლების შეშფოთებას. თქვენც არაერთხელ გიკითხავთ თქვენი თავისთვის, საკმარის საკვებს იღებს ბავშვი თუ არა, ყოფნის მას დედის რძე? იმის გასარკვევად საკმარის რძეს იღებს თუ არა პატარა, არსებობს უტყუარი და სავარაუდო ნიშნები.

 



უტყუარი ნიშნებია:


არასაკმარისი მატება წონაში
ბავშვის წონაში მატების მაჩვენებელი არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რასაც საჭიროა მიაქციოთ ყურადრღბა. ბავშვი უნდა აიწონოს კვირაში, ან უკიდურეს შემთხვევაში, თვეში ერთხელ მაინც. წონის, ზრდის და სხვა მაჩვენებლები უნდა შეაფასოს ექიმმა. ორიენტირება უნდა გაკეთდეს ბავშვის წონის მატების დინამიკის საშუალო მაჩვენებლებზე: 1 თვე +600გ, 2თვე +800გ , 3თვე +800გ, 4 თვე+750გ, 5 თვე+700, 6 თვე+650გ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თითოეული პატარა უნიკალურია და იმატებს თავისებურად, ამიტომ ნუ ინერვიულებთ დროზე ადრე. თუ ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ბავშვი ცუდად იმატებს წონაში აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან.

შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფა
შარდვის სიხშირე მეორე ნიშანია, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, ყოფნის პატარას რძე, თუ არა. ჩაატარეთ "საფენების ტესტი", ანუ უარი თქვით საფენზე დღე-ღამის განმავლობაში. ნორმით, დაბადებიდან ორ კვირამდე, ბავშვმა უნდა მოშარდოს იმაზე ერთით მეტი რამდენი დღისაც არის. 12-14 დღის შემდეგ ნორმალურ რაოდენობად ითვლება 12-ჯერ მოშარდვა. ყურადღება მიაქციეთ შარდის ფერს და სუნს; ის უფერული უნდა იყოს და სუნი არ უნდა ქონდეს. თუ ბავშვი დღეში ისველებს 6-ზე ნაკლებად, ფერი ყვითელია და მკვეთრი სუნი აქვს, საჭიროა მიმართოთ პედიატრს.

პედიატრთან შეთანხმებით, 1-2 დღის განმავლობაში შეიძლება ჩავატაროთ საკონტროლო აწონვა.
ბავშვს წონიან კვების წინ და მის შემდეგ იგივე ტანსაცმელში, არ უცვლიან საფენებს. წონაში სხვაობა ტოლი იქნება რძის იმ მოცულობისა, რაც მიიღო ბავშვმა ერთი კვებისას. საკონტროლო აწონვას ატარებენ რამდენიმე კვებაზე, საშუალო არითმეტიკული კი იქნება საჭირო მაჩვენებელი.

 

ყურადღება მიაქციეთ კვების დეფიციტის სავარაუდო ნიშნებს: კვებათა შორის შუალედები საკმაოდ მოკლეა და ამის გამო ხშირად აძლევთ ძუძუს; ჭამის შემდეგ ის დაუნაყრებელია; ხშირად ტირის; ცუდად ძინავს ღამით; აქვს "მშიერი" განავალი: მეჩხერი, მცირე მოცულობის, მკვრივი, მშრალი ან მწვანე.

 

ეხლა შევაჯამოთ- ყოფნის თუ არა პატარას თქვენ რძე:
• კარგად იმატებს წონაში და სიგრძეში (შეფასებას ახდენს ექიმი ყოველთვიური დათვალიერებისას)
• აქვს დადებითი ემოციური ფონი და კარგი მადა
• კარგად ძინავს
• კარგად ეწინააღმდეგება ინფექციას (პატარა ავად არ ხდება)
• ნორმალური კუჭის მოქმედება აქვს და შარდავს ასაკობრივი ნორმის შესაბამისად

 

არასაკმარისი რაოდენობის რძის მიღების ნიშნების აღმოჩენისას, ექიმი გაგიწევთ რეკომენდაციას ლაქტაციის გაზრდის თაობაზე; საჭიროების შემთხვევაში, შეგირჩევთ საბავშვო რძის ფორმულას დამატებითი კვებისთვის.

 

 „ჯორჯია ნუთრიშენ“ - საერთაშორისო კომპანია “SIMILAC”-ის 
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.  

www.geonutrition.ge
www.similac.ge

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player