სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

პოტენციის დროებით დაქვეითებაზე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს. ქრონიკული სტრესი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვები, ძლიერი სულიერი შოკი... ალკოჰოლი და თუთუნი აგრეთვე უარყოფითად მოქმედებს პოტენციაზე.

 

მოწევა ავიწროვებს სისხლძარღვებს, რის გამოც მცირდება სასქესო ორგანოების სისხლით მომარაგება. თუ პოტენციის დაქვეითებაზე იმოქმედა სტრესულმა სიტუაციამ, განკურნების რეცეპტი ერთია - მიეცით ორგანიზმს დასვენების საშუალება. მშვიდი გარემო, თბილი აბაზანა.

 

მედიკოსები ამტკიცებენ, რომ თუ სქესობრივი უძლურობის მიზეზი ავადმყოფობაა (დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება), მაშინ აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა და უძლურობაც თავისთავად განიკურნება.


დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას. მამაკაცებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელვანია ცილოვანი საკვები, ხორცი, თევზი, კვერცხი.
შემწვარი კვერცხის რეცეპტი. ყველაზე მარტივი ვარიანტი, ზეთში შემწვარი კვერცხი. შეიძლება ხახვთან ერთად შეწვა. ხახვი ხელს უწყობს სექსუალურ აქტივობას, მატებს ორგანიზმს ენერგიას. ამის გარდა მამაკაცის სქესობრივ ძალას ამყარებს ხორცი, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. კიდევ ერთი რეცეპტი, კერძი თხის ”კვერცხებიდან”. შეწვით თხის ”კვერხები” ხახვით და დაამატეთ ქათმის კვერცხი - გემრიელია და სასარგებლო.
ძალიან სასრგებლოა თევზი. ახალი, კარგად მოხარშული სკუმბრია, კიბორჩხალის ბულიონი - ყველაფერი ეს ეხმარება პოტენციის ამაღლებას. გარნირად - ბოსტნეული, რომლებშიც ბევრი ვიტამინებია: ჭარხალი, ბოლკი, ზეთის ხილი, სტაფილო.
ზღვის პროდიქტებიც ძალიან სასარგებლოა პოტენციის ასამაღლებლად: ხამანწკები, მიდიები.


პომიდორი, ნიორი, ზეითინუს ზითი.


თხილი და მზესუმზირა. მათში არის ვიტამინი E, რომელიც აგრეთვე ეხმარება ორგანიზმს.
ყველაზე გემრიელი რეცეპტი არის - თაფლი და ნიგოზი. ნახევარი თაფლი და ნახევარი ნიგოზი, მიიღეთ 30 წუთში ჭამის შემდეგ, დღეში 2-3ჯერ, 2 ჩაის კოვზი, 3-4 კვირის განმავლობაში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player