სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

მამაკაცის პოტენციაზე გავლენას ახდენს ძალიან ბევრი ნივთიერება. მოცემულ სტატიაში მოკლედ განხილურლი იქნება მხოლოდ მცირე ნაწილი ნივთირებების, რომელიც უარყოფითად მოქნედებს პოტენციაზე. პირველ რიგში ეს არის ალკოჰოლი, ნიკოტინი და ნარკოტიკები.

 

 

ალკოჰოლი

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია. მიზეზი არის ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და როგორც წესი მამაკაცური ჰორმონების ცვლის დარღვევა, რომლებზეც დამოკიდებულია სქესობრივი ფუნქციების ნორმალური მუშაობა. სხვა გარემოებებთან ერთად, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მგრძნობიარობა კლებულობს, რაც ართულებს, ან სრულიად შეუძლებელს ქმნის ეაკულაციას.

ნიკოტინი

სიგარეტის კვამლში არსებული ყველაზე მავნე ნივთიერება არის ნიკოტინი. ამ ნივთიერების ძირითადი პათოლოგიური ზემოქმედება არის მცირე კალიბრის სისხლძარღვების სპაზმი (შევიწროება), მათ შორის იმათი, რომლებიც ამარაგებენ ასოს სისხლით.


დადგენილია, რომ ნიკოტინი იწვევს ათეროსკლეროზს - საშიშის დაავადებას, რომელიც ზრდის სისხლძარღვების მსხვრევის და დაცობის საშიშროებას. უმეტეს შემთხვევაში ამ დაავადებებიდან ზიანდება თავის ტვინი და გული, ვითარდება მიოკარდის ინფარქტი და ინსულტი, რაც თავისთავად შეუძლებელს ხდის სქესობრივ კავშირს. ხშირად სისხლძარღვების შევიწროება და სრული გაუმტარობა ასოს მიდამოებშიც ფიქსირდება, რის დროსაც ვითარდება იმპოტენცია.

ნარკოტიკურლი ნივთიერებები

ისეთი ნარკოტიკები, რომელთა მიღება ხდება შესუნთქვისა და გადაყლაპვის საშუალებით (მარიხუანა, კოკაინი, ამფიტამინი, ლსდ) იწვევენ ტოქსიკურ პოლინეიროპათიას - ნერვული სისტემის საშიშ დაავადებას, ადამიანის სხეულის ნერვული ბოჩკოების სიკვდილი. სხვა უამრავ საშიშროებასთან ერთად, ხელს უწყობს ასოს ინერვაციას და იწვევს იმპოტენციას.


ინიექციურ ნარკოტიკებს (ჰეროინი, მორფი და ა.შ.) აგრეთვე ახასიათებს სპეციფიკური გართულებები, რომელთა საშუალებით იზრდება ინფიცირების დონე. ყველაზე გავრცელებული და საშიში ინფექციები, რომელთა მიღებაც შეუძლიათ ნარკომანებს ეს არის შიდსი და ვირუსული ჰეპატიტი. ვირუსული ჰეპატიტის განვითარებისას ირღვევა ღვიძლის ფუნქცია, რომელიც ხდება იმპოტენციის საწინდარი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player