სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

პროსტატის ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ნაცნობია ყველა მამაკაცისათვის, მაგრამ ყველამ არ იცის რომ ამ დაავადების განვითარება იწყება 50 წლისათვის და დროთა განმავლობაში ნელნელა პროგრესირებს.



ჰისტოლოგიურად წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ვითარგება ჯირკვლის გარდამავალ ზონაში რომელიც არის განლაგებული შარდსადენი მილის ირგვლივ.

 

ამით არის განპირობებული ის რომ ამ დაავადების ძირითადი და ყველაზე ხშირი გამოვლინება უკავშირდება მოშარდვის აქტს, უფრო ზუსტად მის გაძნელებას და რიგ შემთხვევაში შარდის შეკავებას. ვთქვათ რაც უფრო იზრდება ადენომა მით უფრო მატულობს მისი ზეწოლა შარდსადენ მილზე და მით უფრო გაძნელებულია მოშარდვის აქტი. აქედან გამომდინარე პროსტატის ადენომის ტიპიურ ჩივილებს მიეკუთვნება გაძნელებული მოშარდვის აქტი, შარდის ნაკადის შემცირება, წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება და შესაბამისად გახშირებული შარდვა. მაგრამ აღნიშნული ჩივილების არსებობა არ არის საკმარისი რომ მამაკაცს სხვა დამატებითი კვლევების გარეშე დაუდგინდეს პროსტატის ადენომა. ყველა დაავადება რომელიც ახდენს ზეწოლას შარდსადენ მილზე ან იწვევს მისი სანათურის შევიწროებას იწვევს გაძნელებულ მოშარდვის აქტს და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ჩივილებს. ამ დაავადებებს მიეკუთვნება შარდის ბუშტის ყელის შევიწროება – კონტრაქტურა, შარდსადენი მილის შევიწროება – სტრიქრურა, ობლიტერაცია, ქსოვილოვანი წარმონაქმნი, კენჯი, პროსტატის კიბო, ქრონიკული და მწვავე პროსტატიტი და სხვა. ამრიგად ყველა მამაკაცი გაძნელებული მოშარდვის აქტით საჭიროებს დეტალურ გამოკვლევას.


გამოკვლევა იწყება მამაკაცის ჩივილების სრულფასოვანი შესწავლით და დაფიქსირებით. აუცილებელია ჩივილების ინტენსივობის დადგენა რაც ხორციელდება სპეციალური საერთაშორისო პროსტატის სიმპტომთა ჯამის შეფასებით. თუ აღნიშნული სკალის თანახმად მამაკაცმა დააგროვა 0 – 7, მისი ჩივილების ინტენსივობა უმნიშვნელოა, თუ 8 – 21 საშუალო სიმძიმის, 21 – 35 ძლიერ გამოხატული.
შემდეგი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის შარდის საერთო ანალიზი, ვინაიდან ინფექციამ შარდში შეიძლება გამოიძვიოს ზემოთ მოყვანილი ჩივილების გამძაფრება. გარდა ამისა ქვედა საშარდე გზების ინფექცია თან სდევს შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის არსებობას რაც არის არა ადეკვატური, გაძნელებული მოშარდვის აქტის შედეგი.

 

შემდეგ კვლევას მიეკუთვნება წინამდებარე ჯირკვლის თითით გასინჯვა სწორი ნაწლავიდან – დიგიტალური რექტალური გასიჯვა. ამ გამოკვლევის თანახმად პროსტატის ადენომის დროს ჯირკვალი უმტკივნეულოა, რბილი კონსისტენციის. გარდა ამისა ჩვენ გვექნება გარკვეული წარმოდგენა ადენომის ზომაზე. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ ადენომის სიდიდე ყოველთვის არ შეესაბამება ჩივილების ინტენსივობას. თუ გასინჯვით ჯირკვალი მტკივნეულია შესაძლებელია საქმე ვქონდეს მწვავე პროსტატიტთან და შემდგომ გამოკვლევას. თუ რექტალური გასინჯვით ჯირკვალი მკვრივია ეჭვი უნდა იქნას მიტანილი პროსტატის კიბოზე და დაისვას წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსიის საკითხი. წინამდებარე ჯირკვლის და შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა ძალზედ მნიშვნელოვანია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის – ადენომის დროს (გამოკვლევა კეთდება სავსე შარდის ბუშტის დროს). ამ გამოკვლევის თანახმად დგინდება ადენომის ზომა – მოცულობა, რაც გადამწყვეტია სამკურნალო ტაქტიკის შერჩევაში. თუ ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა და ადენომის წონა აღემატება 130 – 150 გრ შეიძლება დადგეს ღია ოპერაციის საკითხი – ადენომექტომია, თუ წონა ნაკლებია კეთდება ენდოსკოპიური ოპერაცია – ადენომის ტრანსურეთრალური რეზექცია – ადენომის ტური. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რომ ტაქტიკის დაყოფა ადენიმის ზომის მიხედვით პირობითია და მერყეობს სხვადასხვა კლინიკებს შორის. ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს შეიძლება ინახოს ეგრედ წოდებული ადენომის შუა წილი, რომელიც განლაგებულია შარდსადენი მილის შიგნითა ხვრელის უკან. თავისი ამგვარი განლაგების გამო შუა წილი ძალზედ აფერხებს მოშარდვის აქტს და მისი არსებობა ითვლება მედიკამენტოზური მკურანალობის პირობით უკუჩვენებათ. ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს შესაწლებელია დადგინდეს შარდის ბუშტის კენჭების არსებობა, მათი ზომა და რაოდენობა. შარდის ბუშტის კენჭების არსებობა ხშირად თან სდევს პროსტატის ადენომას და მათი არსებობა მიეკუთვნება პირდაპირ ოპერაციის ჩვენებას ადენომის დროს. შარდის ბუშტის კენჭების არსებობის შემთხვევაში ოპერაცია უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მალე, ვინაიდან კენჭების არსებობას ხშირად თან ერთვის შარდის ინფექცია, ხშირია სისხლდენა შარდის ბუშტიდან და რაც მნიშვნელოვანია კენჭების რაოდენობა და ზომა დროთა განმავლობაში მატულობს. მცირე ზომის კენჭები იმსხვრევა ენდოსკოპიურად. თუ კენჭის დიამეტრი აღემატება 3 სმ და ის მაგარია შესაძლებელია გახდეს საჭირო ღია ოპერაციის გაკეთება – ეპიცისტოლოტოტომია. ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს შეიძლება ინახოს შარდის ბუშტის დივერტიკულები. მათი გაჩენის მიზეზი არის პროსტატის ადენომა და მის მიერ გამოძვეული მოშარდვის აქტის გაძნელება რაც იწვევს შარდის ბუშტის შიგნითა წნევის მომატებას და კედლის გამობერვას – დივერტიკული. დივერტიკული შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი, დიდი ან პატარა. ადენომის გამო გაძნელებული მოშარდვის შედეგათ დივერტიკული უხშირესად არ იცლება შარდისგან, განსაკუთრებით თუ მისი შერთული – ყელი შარდის ბუშტთან ვიწროა. ეს გატემოება ხელს უწხობს დივერტიკულის სანატურში კენჭების გაჩენას.Aამრიგათ დივერტიკულების არსებობა მიეკუთვნება პროსტატის ადენომის ოპერაციული მკურნალობის ჩვენებას, ამ დროს თუ დივერტიკული საშუალო ზომის არის ენდოსკოპიურად სავსებით საკმარისია მისი ყელის ჩაკვეთა ადენომის ტურთან ერთად. თუ დივერტიკული მცირე ზომის არის ადეკვატური მკურნალობის შემგეგ ის კიდევ უფრო მცირდება ზომაში. დიდი ზომის დივერტიკულები საჭიროებს დამოუკიდებელ ღია ოპერაციულ ჩარევას რაც ითვალისჭინებს დივერტიკულის ან დივერტიკულების ამოკვეთას – დივერტიკულექტომიას.


მრავლობითი მცირე ზომის დივერტიკულებისგან აუცილებლად უნდა განვასხვავოდ შარდის ბუშტის ტრაბეკულობა, რაც არის განპირობებული შარდის ბუშტის კედლის დასქელებით მკვეთრად გამოხატული გაძნელებული მოშარდვის აქტის შედეგათ. შარდის ბუშტის კედლის გასქელება რომელიც აღემატება 5 მმ-რს არის გაძნელებული მოშარდვის აქტის ერთერთი ნიშანი.


შარდის Bბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს შესაძლებელია ინახოს შარდის ბუშტის ქსოვილოვანი წარმონაქმნი. გარდა ამისა როგორც წესი კეთდება ზედა საშარდე გზების – თირკმლების და შარსაწვეთების დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში სხვა ორგანოების გამოკვლევა. თუ ადენომის გამო მოშარდვის შემგეგ შარდის ბუშტში რჩება დიდი რაოდენობით ნარჩენი შარდი – > 300 – 500 მლ-ზე, შეიძლება იყოს ზედა საშარდე გზების ორმხვრივად შეგუბება. ამ ვითარებაში სისხლში მატულობს კრეატინინი და შარდოვანა. თუ დროზე არ იკნა მიყებული სამკურნალო ღონისძიებები შეიძლება განვითარდეს თირკმლების ფუნქციის დარღვევა. ამ სიტუაციაში უხშირესად კეთდება შეალედური ოპერაცია – ტროაკარული ცისტოსტომია რაც ითვალისწინებს შარდის ბუშტში ბოქვენის ზემოდ სპეციალური მილის ჩადგმას. ეს მილი განაპირობებს შარდის დინების აღდგენას, რის შეეგათ კლებულობს ზედა საშარდე გზების შეგუბება და გვეძლევა საჭირო დრო რამეთუ მამაკაცი მომზადდეს ძირითადი ოპერაციისათვის.
ნარჩენი შარდის ქვედა დასაშვები ზღვარი შეადგენს 30 – 50 მლ. ნარჩენი შარდი ეწოდება მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის განსაზღვრას ულტრაბგერითი გამოკვლევით. თუ ნარჩენი შარდი აღემატება 100 მლ დაწყებული უნდა იქნას სამკურნალო ღონისძიებები.
პროსტატის ადენომის ულთრაბგერითი გამოკვლევა კეთდება ორი მეთოდით – 1. ულთრაბგერითი გადამწოდი სხეულს ედება მუცელზებოქვენის ზემოდ და 2. ულთრაბგერითი გადამწოდი თავსდება სწორ ნაწლავში. ეს ბოლო მეთოდი გვაძლევს საშუალებას უფრო ზუსტად განვსაზღვროდ ადენომის ზომები და უფრო დეტალურად შევისწავლოდ წინამდებარე ჯირკვლის სტრუქტურა.


შემდეგი გამოკვლევის მეთოდს მიეკუთვნება უროფლოუმეტრია – მოშარდვის ნაკადის სიჩქარეს განსაზღვრა. უროფლოუმეტრია გულისხმობა მოშარდვას სპეციალურ აპარატში. ამ გამოკვლევით ერთერთო მნიშვნელოვანი პარამეტრი არის მოშარდვის მაქსიმალური სიჩქარე – Q მახ. თუ ეს მაჩვენებელი


< 10 მლ/წ – ში 88% – ში არის დაბრკოლება პროსტატის ადენომას გამო, თუ Q მახ შეადგენს 10 – 14 მლ/წ – ში 57% აღინიშნება დაბრკოლება ადენომის გამო, თუ Q მახ > 15 მლ/წ – ში მხოლოდ 33% აღინიშნება დაბრკოლება შარდისთვის ადენომის გამო. მეტი სიზუსტისათვის უროფლოუმეტრია უნდა გაკეთდეს მიმიმუმ ორ ჯერ და მოშარდული შარდის რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 150 მლ.


უროფლოუმეტრია. შავი ფერის მრუდი ახასიათებს ნორმალურ მოშარდვის აქტს, ლურჯი ფერის კი ფიქსირდება ადენომის დროს
უროფლოუმეტრიის დროს იხაზება მოშარდვის სიჩქარეს მრუდი, რომელიც შარდის შემცირებული ნაკადის დროს ძალზედ ტიპიურად გამოიყურება. შარდის ნაკადის სიჩქარეს შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც პროსტატოს ადენომას მიერ, ასევე შარდის ბუშტის კუნთის დაქვეითებული შეკმკუშვადობით. ამ ფენომენს იწევს გაძნელებული მოშარდვის არსებობა დიდი პერიოდის განმავლობაში, დიდი რაოდენობის ნარჩენი შარდი რაც დროთა განმავლობაში იწვევს შარდის ბუშტის შემკუშვადობის დაქვეითებას. ამის დადგენა ძალზედ მნიშვნელოვანია ვინაიდან წარმატებული ოპერაციის შემდეგაც კი მამაკაცი შარდავს ნელი ნაკადით, კვლავ დიდია ნარჩენი შარდი, აღინიშნება მუდმივი ინფექცია შარდში. ამ ფენომენის დადგენა შესაძლებელია სპეციალური უროდინამიკური კვლევით რომელსაც ეწოდება ავსების ცისტომეტრია და წნევა – ნაკადის შესწავლა. ამ დროს დგინდება შარდის ბუშტის ტევადობა როდესაც ჩნდება პირველი სურვილი მოშარდვაზე და ის მაქსიმალური წნევა შარდის ბუშტის შიგნით რომელოც ვითარდება შარდის მაქსიმალური ნაკადის დროს.


შემდეგ გამოკვლევას მიეკუთვნება პროსტატ სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა – PSA. ჩვენს მიერ ცალკე არის აღწერილი გამოკვლევების ტაქტიკა მომატებული პროსტატ სპეციფიური ანტიგენის დროს.


ჩვენ შევეცადეთ სრულად აგვეღწერა ის დამოკვლევები რაც აუცილებელია პროსტატის ადენომას დროს. ჩვენ რამოდენიმეჯერ შევეხეთ სამკურნალო ტაქტიკას. შესაძლებელია იქვე რომ არ გავჩერებულიყავით ამაზე ცალკე ეს ყოფილიყო გაუგებარი.
პროსტატის ადენომის დროს არსებობს ორი ძირითადი მეთოდი – მედიკამენტოზური და ოპერაციული. ოპერაციულ მეთოდებზე უკვე გვქონდა საუბარი, ხოლო ეხლა გვინდა ამის შეჯამება.


პროსტატის ადენომის ოპერაციული მკურნალობის ჩვენებას მიეკუთვნება


1. შარდის მწვავე შეკავება, როდესაც მოშარდვის აქტის აღდგენა არ ხერხდება კატეტერიზაციის შემდეგ (შარდის მწვავე შეკავებაზე და შემდგომ ტაქტიკაზე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ცალკე).
2. შარდის ქრონიკული შეკავება დიდი რაოდენობის ნარჩენი შარდით და ზედა საშარდე გზების შეგუბებით (პირველ ეტაპზე უნდა გაკეთდეს ბოქვენის ზედა პუნქცია)
3. სისხლდენა პროსტატის ადენომიდან, რომელიც არ ჩერდება კონსერვატიული ღონისძიებებით
4. შარდის ბუშტის კენჭების არსებობა ნებისმიერი ზომის და რაოდენობის
5. შარდის ბუშტის დიდი ზომის დივერტიკულის არსებობა, კენჭები მის სანათურში რაც წარმოადგენს ინფექციის მუდმივ წყაროს
6. მედიკამენტოზური მკურნალობის უშედეგობა.



მასალა მოგვაწოდა ალექსანდრე ხელაიამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player