სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გინეკოლოგია

ბიბიდა

სამეანო გინეკოლოგიური კლინიკა "ბიბიდა"

 

ზოგადი ინფორმაცია

9500 -ზე მეტი ახალი სიცოცხლე დაიბადა სამეანო - გინეკოლოგიურ კლინიკა „ბიბიდა“-ში. აქ არაერთ ქალს შეუნარჩუნეს ნაყოფი და დედობის ბედნიერება განაცდევინეს. კლინიკა მედიცინის დოქტორმა თამაზ ნიკოლაიშვილმა დააფუძნა 1998 წ. იგი მალე დაიხვეწა, გაფართოვდა და დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგულია.

 

„ჩვენ ნაყოფს აღვიქვავთ, როგორც პაციენტს და მას ვთავაზობთ იმ მომსახურეობას და აუცილებელ ჩარევას, რომელიც მისი ნორმალური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - აღნიშნავს სამეანო - გინეკოლოგიური განყოფილების გამგე, მედიცინის დოქტორი დავით დავარაშვილი.

 

მომავალი ბავშვის სრულფასოვნების გარანტიას კი ისეთი სპეციფიკური გამოკვლევები იძლევა როგორიც არის: ულტრაბგერითი გამოკვლევა, დიაგნოსტიკური ამნიოცენტეზი, ანუ სანაყოფო სითხის მიღება საშვილოსნოს ღრუდან და მისი გამოკვლევა, ასევე მუცლადმყოფი ნაყოფის ჭიპლარიდან სისხლის მიღება და მისი გამოკვლევა, ქორიონის ბიოფსია, რეზუსკონფლიქტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ორსულობისას (ჭიპლარის ვენაში სისხლის გადასხმა ორსულობის დროს), დოპლეროგრაფია ანუ, ნაყოფის და პლაცენტის სისხლის მიმოქცევის შესწავლა, ნაყოფის კარდიოტოკოგრაფია; ასევე მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს პათოლოგიური ნაყოფის რედუქცია, მრავალწყლიანობის დროს ამნიოდრენირება და სხვა. ასეთი ტიპის გამოკვლევების ჩატარება საქართველოში პირველად სწორედ „ბიბიდა“-ში დაიწყო და დღემდე იგი უპირობო ლიდერად რჩება.

 

კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს ორსულთა ფსიქოპროფილაქტიკური მომზადების კურსი. გარდა იმისა, რომ აქ პაციენტს შეასწავლიან სპეციალურ და რელაქსაციურ ვარჯიშებს, ამასთან ერთად მეან - გინეკოლოგები და ნეონატოლოგები მომავალ დედებს მშობიარობისათვის და ბავშვის მოვლისთვის ამზადებენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მეცადინეობებზე მომავალი მამებიც დადიან და მშობიარობაზე დასასწრებად ფსიქოლოგიურად ემზადებიან.

 

კლინიკა პაციენტებს ასევე სთავაზობს მშობიარობის გაუტკივარების თანამედროვე მეთოდებს, რომელიც სრულიად უსაფრთხოა როგორც ორსულთათვის, ასევე ბავშვისათვის. ეს მეთოდებია: რეგიონალური - ეპიდურული გაუტკივარება, რომელიც უზრუნველყოფს მშობიარის კომფორტულ მდგომარეობას მშობიარობის პროცესში. ასევე მედიკამენტოზური მეთოდი, ელექტროანალგეზია . საკეისრო კვეთის უმრავლესობა მიმდინარეობს ასევე რეგიონალური (სპინალური) ანესთეზიით, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ყველაზე დაბალტოქსიური, კომფორტული და რენტაბელური ანესთეზია. კლინიკაში ტარდება ყველა სახის გინეკოლოგიური, პლასტიკურ-რეკონსტრუქციური ოპერაციები, როგორც მუცელკვეთის აგრეთვე საშოსმხრივი მიდგომით.

 

ერთი და ორ საწოლიანი კომფორტული პალატები აღჭურვილია სრულყოფილი კომუნიკაციებით. „ბიბიდა“-ს ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს, რომ კლინიკაში ყველა ახალი მეთოდი დანერგოს, გააუმჯობესოს მატერიალურ - ტექნიკური ბაზა და პაციენტებს საუკეთესო პირობები შესთავაზოს.

კონსულტაციებისა და აყვანილი ექიმი-ოპერატორების მომსახურების ტარიფები:

- კონსულტაცია პროფესორ თ.ნიკოლაიშვილთან – 35 ლარი

- კონსულტაცია სამეანო-გინეკ.განყ.გამგე დ.დავარაშვილთან – 35 ლარი

- კონსულტაცია უფრ.ორდინ.მეან-გინეკოლ. თ.გოგოტიშვილთან – 35 ლარი

- კონსულტაცია ახალშ.განყ.გამგესთან დ.ტოკლიკიშვილთან – 35 ლარი

- კონსულტაცია მეან-გინეკოლოგთან - 30 ლარი

- კონსულტაცია ნეონატოლოგთან - 30 ლარი

- ულტრაბგერითი გამოკვლევა - 35 ლარი

- ბავშვის (მუცლადყოფნის პერიოდი) კტგ – 35 ლარი

- შერჩევით აყვანილი მეან-გინეკოლოგების:

 

- ექიმი-ოპერატორის(პროფესორი)თ.ნიკოლაიშვილის მომსახურება – 300 ლარი

- სამეანო-გინეკოლოგ. განყ.გამგის დ.დავარაშვილის მომსახურება – 300 ლარი

- უფრ.ორდინატორ მეან-გინეკოლოგის თ.გოგოტიშვილის მომსახ. – 300 ლარი

- სხვა ექიმი-ოპერატორის შერჩევით მომსახურება – 250 ლარი

- ოპერაციები საშვილოსნოსა და დანამატებზე მუცელკვეთით და საშოსმხრივ (საშვილოსნოს მიომა და ენდომეტრიზი, ტუბოვარიული ანთებადი წარმონაქმნები, ვენტროფიქსაცია, საკვერცხის კისტა და კისტომა.) - 1400.00

- ურგენტული ოპერაციები შინაგან სასქესო ორგანოებზე მუცელკვეთით (საშვილოსნოს გარე ორსულობა, შემოგრეხილი კისტა, საკვერცხის გასკდომა, საშვილოსნოს გახვრეტა)

- საშოს კედლების პლასტიკა, საშოს კედლების დაწევის, ცისტო და რექტოცელეს დროს - 1000.00

- საშოს აპლაზია 1400.00

- ოპერაციები საშვილოსნოს ყელზე (ი/ვ ნარკოზით) 300.00

- საშოსმხრივი ჩარევა საშვილოსნოზე (ექსტირპაციის გარდა) საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა, მბადი მიომის კვანძის მოგრეხა საშოს კისტა. (ი/ვ ნარკოზის გარეშე) (პათ.მორფოლ.გამოკვლევით) - საშოსმხრივი ჩარევა საშვილოსნოზე (ექსტირპაციის გარდა) საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა, მბადი მიომის კვანძის მოგრეხა საშოს კისტა.(ი/ვ ნარკოზით) - 160.00

- საშოსმხრივი მარტივი ჩარევა საშოს ჩახევის, ჰიმენის ატრეზიის დროს, დაუმთავრებელი აბორტი (ი/ვ ნარკოზის გარეშე) - 100.00

- საშოსმხრივი მარტივი ჩარევა საშოს ჩახევის, ჰიმენის ატრეზიის დროს, დაუმთავრებელი აბორტი (ი/ვ ნარკოზით) - 150.00

- საშვილოსნოსა და დანამტების ანთებად-ჩირქოვანი დაავადებების კონსერვატიული მკურნალობა (მწვავე სალპინგოფორიტი, მწვავე მეტროენდომეტრიტი, მეტროფლებრიტი, პარამეტრიტი, პელიოპერიტონიტი, ტუბოვარიული ანთებადი წარმონაქმნები) - 350.00

- დისფუნქციური სისხლდენებ - 140.00

- ორსულობის პათოლოგია 22 კვ-მდე (შეწყვეტილი ორსულობა, ბუშტნამქერი, მახინჯი ნაყოფი) მომყოლის ნაწილების ჩარჩენა, მოსალოდნელი და დაწყებითი აბორტი 12 კვ. ზევით, საშ.ყელზე ნაკერი ი/ვ გაუტკივარებით - 270.00

- ანთებადი ინფილტრაციული პროცესები აბსცედირებით (მასტიტი, პოსტინფექციური აბცესი, ბართოლინიტი. (ი/ვ ნარკოზით) - 275.00

- საშოს და საშვილოსნოს ყელის ანთებადი დაავადებები (კოლპიტი, ვულვოვაგინიტი, ენდოცერვიციტი, წვეტიანი კონდილომები)ი/ვ ნარკოზით - 250.00

- თვითნებითი აბორტი 12 კვ-მდე და აბორტის გართულებები (პლაცენტარული პოლიპი, შეწყვეტილი ორსულობა, აბორტი მსვლელობაში) (ი/ვ ნარკოზით) - 150.00

- თვითნებითი აბორტი 12 კვ-მდე და აბორტის გართულებები (პლაცენტარული პოლიპი, შეწყვეტილი ორსულობა, აბორტი მსვლელობაში) (ი/ვ ნარკოზის გარეშე) - 120.00

- აბორტი სამედიცინო (ანესთეზიის გარეშე) - 100.00

- აბორტი სამედიცინო (ანესთეზიით) ,,პროპოფოლით" - 150.00

- მინი აბორტი - 80.00

- მინი აბორტი ანესთეზიით ,,პროპოფოლით" - 120.00

- ნაყოფის რედუქცია - 120.00

- მრავალწყლიანობა ორსულობის დროს(ამნიოცენტეზი,ამნიოდრენირება) - 120.00

- საშვილოსნოს და დანამტების ჩირქოვანი დაავადებების კონსერვატიული მკურნალობა (სეპტიური მეტროენდომეტრიტი, მეტროფლებრიტი, პარამეტრიტი, პიოსალპინიქსი) - 450.00

- ფიზიოლოგიური მშობიარობა - 865.00

- ფიზიოლოგიური მშობიარობა (ტყუპი ნაყოფით) 865+110

- საკეისრო კვეთა(ენდორტაქეალური ან სპინალური ნარკოზით) საკეისრო კვეთა (ტყუპი ნაყოფით) 1115.00 1115.00+110.00 - პერიდურალური ანესთეზია მშობიარობის დროს - 150.00

- ორსულის მკურნალობა ფაქტიური დანახარჯისა და საწოლ/დღის მიხედვით - პალატა”ლუქსი” - 250.00

- აყვანილი მეან-გინეკოლოგის,ოპერატორის მომსახურება(შეთანხმებით)

- სტანდარტზედა მომსახურება,დამატებითი დღეები, - 60.00

 

ექიმები:

- დავით დავარაშვილი

- თამაზ ნიკოლაიშვილი

- თამაზ გოგოტიშვილი

- დავით ყარსიმაშვილი

- ირაკლი მაჭარაძე

- გიორგი ჯიქია

- გელა ნონიაშვილი

- დიმიტრი ტოკლიკაშვილი

- გიორგი ჭელიძე

- ლია ოტიაშვილი

- ნინო კეკუა

- ქეთევან გურგენიძე

- ნატალია ჯანელიძე

- ინგა ობოლაძე

- მაია ენდელაძე

- მანანა შალუთაშვილი

- კესო არაბიძე

- ხატია ლეჟავა

- ეთო მორჩილაშვილი

- ნინო ივანიშვილი

- გიორგი ჭელიძე

- ალექსანდრე მარგველაშვილი

- ქეთევან ჭაბაშვილი

- თემურ იზორია

- მარინა არჩვაძე თინათინ გიგაური

 

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, თბილისი, ქავთარაძის ქ. 16 (ყოფილი "სამკურნალო კომბინატი") DKC

ტელ: 2 30 45 64; ტელ: 2 30 23 40; ტელ: 2 30 18 17;

ელ.ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. www.bibida.med.ge

 

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4