სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის კლინიკა

 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, 0177, საქათველო
რუსთაველის გამზირი 28;
ალ.ჭავჭავაძის ქ.2ა
ტელ:2 98 64 86; 2 98 99 55;
მობ.: 5 99 559961
ელ.ფოსტა:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..
www.alashvili.com
www.curamediana.ge
www.familydoctor.med.ge

 

კლინიკის დირექტორი: ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტი, თორნიკე ალაშვილი.

კლინიკაში მიმდინარეობს კომპლექსური მკურნალობა ჰომეოპათიური საშუალებებით, ქართული ტრადიციული (ხალხური) მედიცინით, მასაჟი და მანუალური თერაპიით, მაგნიტო და ლაზეროპუნქტურით.

ჰომეოპათია მკურნალობს, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ დაავადებებს ორგანიზმში არსებული სასიცოცხლო რეზერვების მობილიზაციის, ანუ თვითგანკურნების პროცესების ხარჯზე. წამლები შეირჩევა ,,დიდი სიმკაცრით“ – ინდივიდუალურად, ადამიანის კონსტიტუციის, ხასიათის, დაავადებების პიროვნული სურათის, თანმხლებ თუ გადატანილ დაავადებათა გათვალისწინებით.

მწვავე დაავადებების დროს (ფილტვების ანთება, წითელი ქარი, ბრონქიტი, ნევრალგიები და ა.შ.) ჰომეოპათიური მკურნალობა ძალზედ სწრაფად მოქმედი და ეფექტურია, რაც საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ძლიერი ანტიბიოტიკების და ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება.ქრონიკული დაავადებებისას კი ჰომეოპათიას შეუძლია ავადმყოფი პრაქტიკულად გამოჯანმრთელებამდე მიიყვანოს, ან ხანგრძლივ რემისიას მიაღწიოს.

ჰომეოპათიური მკურნალობის შერჩევა წარმოებს კომპიუტერული პროგრამებით: ,,რადარი“ და ,,რადუგა 5“.

ბავშვთა მანუალური თერაპია და მანუალური მასაჟი, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად პირველად დაინერგა ჩვენთან კლინიკაში, ეფექტურია ბავშვებში ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების დროს – (ბავშვთა ცერებრალური დამბლა, კისერმრუდობა, ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობა, ბრტყელტერფიანობა, კუნთების სიმეტრია, კიფოზი, სქოლიოზი, ხერხემლის ზრდის შეფერხება, დისკის თიაქარი და სხვ.). მანუალური თერაპიისა და მასაჟის გარდა კლინიკაში, დანერგილია ეთერზეთოვანი მასაჟი, ჭარბი წონისა და მარილების დაგროვების სამკურნალოდ. გამოიყენება ლაზეროპუნქტურა, მაგნიტოთერაპია და სამკურნალო ფიზკულტურა.

ქართული ტრადიციული მედიცინა და ჰომეოპათია ერთობლივად გამოიყენება ვირუსული C–ჰეპატიტის, ასევე, ალკოჰოლური ჰეპატიტისა და ციროზის, თრომბოციტოპენიისა და სხვა პათოლოგიების კომპლექსური მკურნალობისას.

ჰომეოპათიური მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია შემდეგი დაავადებებისას:

– ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, რინიტები, ბრონქული ასთმა;
– ქრონიკული და კალკულოზური ქოლეცისტიტი, ჰეპატიტები, ქრონიკული კოლიტი, გასტროდუოდენიტი, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
– პროსტატის ანთება, ადენომა (პირველი–მეორე სტადია);
– საკვერცხის კისტა, საშვილოსნოს მიომა, უშვილობა, პათოლოგიები ფეხმძიმობის პერიოდში: კლიმაქსი, ჭარბთმიანობა;
– ფარისებური ჯირკვლის დაავადებები – ჰიპო და ჰიპოთირეოზი, კვანძოვანი და დიფუზური ჩიყვი, ატოიმუნური თირეოდიტი (ასევე ჰიპოპლაზია);
– ინსულინ – დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სიმსუქნე, და სხვა ენდოკრინული დარღვევები;
– ნევროზი, შიშები, ძილის პრობლემები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, ტოქსიკომანია (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკისადმი და ა.შ. დამოკიდებულება);
– კანის პრობლემები – ეგზემა, ფსორიაზი, ჰერპესი, ნახეთქები და სხვა.
– რევმატული, მეტაბოლური და სხვა ეტიოლოგიის ართრიტები და პოლიართრიტი, ოსტეოქონდროზი, დისკოპათია, იშიაზი, რადიკულიტი, ოსტეოპოროზი;
– ანემია, ვასკულიტები, რეინოს სინდრომი, ვენების ვარიკოზი, თრომბოფლებიტი, ტროფიკული წყლული;
– ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია, გულის იშემიური დაავადება, ენდარტერიტი, კიდურების განგრენის საწყისი მდგომარეობა;
– სველი პლევრიტი, მწვავე და ქრონიკული პნევმონია, ბრონქიტი, სილიკოზი.
– ბავშვთა დაავადებები, იმუნოდეფიციტი, ვაქცინაციის შემდგომი გართულებები, აუტიზმი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა.

ექიმები

ქეთევან შავგულიძე
ექიმი-პედიატრი, ჰომეოპათი

 

თამარ მიმინოშვილი
ბავშვთა მანუალურ-თერაპევტ-მასაჟისტი

 

ლელა აფრასიძე
პედიატრი, ექიმი-ჰომეოპათი

 

ირინა ზუბაშვილი
ექიმი-ჰომეოპათი

 

თამთა ჭანტურია
ექიმი-ჰომეოპათი

 

მაიკო თორაძე
სამკურნალო ფიზკულტურისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი

 

ელისო გოგიჩაიშვილი
ექიმი-ჰომეოპათი

 

ლარისა ზუბაშვილი
ექიმი-ჰომეოპათი

 

თორნიკე ალაშვილი
ექიმი-ჰომეოპატი, ირიდო-დიაგნოსტი,რეფლექსოთერაპევტი.

 

ფოტო გალერეა

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player