სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სანო - გარანტირებული და ეფექტური მომსახურება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ხარისხიანი მკურნალობა, უსაფრთხო, უმტკივნეულო და კომფორტული მომსახურება, სასიამოვნო და მშვიდი გარემო. მუდმივი მონიტორინგი მკურნალობისა და მომსახურების ხარისხზე.


საკონტაქტო ინფორმაცია


მის: ქუთათელაძის №1
ტელ: 224 14 24
e-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
skype: sanoclinic1
facebook: Sano-Dental Clinic
კლინიკა მუშაობს კვირაში 7 დღე
10:00 დან 20:00 საათამდე

 

ზოგადი ინფორმაცია


სანო - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ჯანმრთელს.

„სანო“ სტომატოლოგია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, მრავალი პროფილის ექიმებით, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობასა და კომფორტზე ზრუნავენ. სტომატოლოგიური კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით.
სანოში დაცულია სტერილიზაციის საერთაშორისო სტანდარტები. კლინიკის სასტერილიზაციო სივრცე გერმანული ფირმა ,,Schulke’’-ს მიერ არის დაპროექტებული. უმაღლესი ხარისხის სტერილურ სამუშაო გარემოს ექვსეტაპიანი სტერილიზაცია უზრუნველყოფს, რომელიც მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და ხსნარებით მიმდინარეობს.


მაღალი დონის მომსახურება/სერვისები/ახალი ტექნოლოგიები

პაციენტის ჯანმრთელ პირის ღრუზე ზრუნავს „სანო“-ს გუნდის თითოეული წევრი. კვალიფიციური ექიმების დახმარებით თითოეული პაციენტისთვის კომპლექსური და ესთეტიური სტომატოლოგიური მომსახურება გამოიყენება, რაც ერთი და იმავე მკურნალობის პროცესის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებთან განხილვას გულისხმობს. კლინიკა სტომატოლოგიური პროცედურების ფართო სპექტრით არის გამორჩეული. ჩვენს კლინიკაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ექიმის სრულყოფილი კონსულტაცია სტომატოლოგიური მომსახურეობის საჭიროების შესახებ, პროფესიონალური დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაგეგმარება კი უმაღლეს დონეზეა შესაძლებელი. პაციენტების მდგომარეობის მონაცემთა ბაზა ჩატარებული სამუშაოების სრული ასახვით მიმდინარეობს. მათი ინფორმირება ყოველი მომდევნო პროფილაქტიკური ვიზიტის შესახებ წინასწარ ხდება.

 

თერაპიული (კონსერვატიული) სტომატოლოგია


სტომატოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის პირის ღრუსა და მასში მდებარე ორგანოების ანატომიას, ჰისტოლოგიას, პათოლოგიას, მათ დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას და პირის ღრუს ორგანოების კავშირს სხვა ორგანოებთან.

ორთოპედია


ორთოპედიული სტომატოლოგია - როგორც სტომატოლოგიის განხრა , ახდენს კბილთა მწკრივისა და ალვეოლარული მორჩის დეფექტის აღდგენას პროთეზირებით. ამ შემთხვევაში პროთეზირება განიხილება როგორც სამკურნალო საშუალება, რომლის გონივრული გამოყენება გვეხმარება სამკურნალო პროფილაქტიკური ამოცანის ამოხსნაში. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ ამ სფეროში უახლეს მასალებსა და მეთოდებს.
ბავშვთა (მოზარდთა) სტომატოლოგია
ბავშვებისთვის მხიარული გარემოა შექმნილი - მკურნალობა გართობასთან ერთად მიმდინარეობს. ამასთან, სწორი ჰიგიენის ნორმების სწავლება თქვენი პატარებისთვის მულტიპლიკაციურად, სტომატოლოგიურ სავარძლებთან სპეციალური მონიტორის საშუალებით ხდება.


ქირურგია იმპლანტოლოგია

ქირურგიის და იმპლანტოლოგიის სრული სპექტრი - დენტალური იმპლანტაცია - კბილთა მწკრივის ფუნქციონალური და ესთეტიური მთლიანობის აღდგენა გვერდზე მდგომი, ჯანმრთელი, კბილების დაზიანების გარეშე. ამ უნიკალური შედეგის მიღება მხოლოდ იმპლანტაციის მეშვეობით ხდება.

ესთეტიური სტომატოლოგია ორთოდონტია


რა არის ორთოდონტია – ორთოდონტია (ბერძნული სიტყვაა Orthos –პირდაპირი, ლათ. Dens – კბილი) სტომატოლოგიის ნაწილია, რომელიც სწავლობს ყბა-სახის სისტემის განვითარებას, ანომალიებსა და დეფორმაციების ეტიოლოგიასა და პათოგენეზს, ახდენს დარღვევების პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
ლაზერული თერაპია
ლაზერო-თერაპია არის ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი მეთოდი მედიცინაში. როგორც ცნობილია, ლაზერის სხივები დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება მკურნალობის მიზნით სტომატოლოგიაში.
ლაზერული თერაპიით ხდება უმტკივნეულო და არაინვაზიური მკურნალობა, იგი ქმნის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ კომფორტს პაციენტისთვის და მისი სტომატოლოგისთვის.

ლაზერული თერაპია მოიცავს :

• ნებისმიერი ანთების მკურნალობა
• კბილების გათეთრება
• ტკივილის თერაპია
• ღრძილის ფორმის კორექცია


ორსულთა სტომატოლოგია - კლინიკა „სანო“-ში ორსულთა სტომატოლოგია მომავალი დედების საუკეთესო არჩევანია. კვალიფიციური ექიმების დახმარებით თითოეული პაციენტისთვის შეირჩევა კბილების და პირის ღრუს მკურნალობის ინდივიდუალური მიდგომა, რაც სასურველი შედეგის სასიამოვნო გარემოში სასურველი შედეგის მიღების შესაძლებლობას იძლევა. კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ მკურნალობის სრული სპექტრი:
ჰიგიენური თერაპია (პროფესიული წმენდა, პირის ღრუს სპეციფიური უნარ-ჩვევების შესწავლა)
ლაზერული თერაპია (ღრძილების ეფექტური და სრულიად უსაფრთხო მკურნალობა მომავალი დედებისთვის)

 

რემინერალიზაციური თერაპია (კბილის მაგარი ქსოვილების ფტორით მინერალიზაცია, დედებისა და მათი მომავალი შვილების ჯანმრთელი კბილებისთვის).

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player