სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დაავადება პირველად აღწერა მე–20 საუკუნის “თანამედროვე ნეიროქირურგიის მამად” წოდებულმა ამერიკელმა ჰარვი კუშინგმა.

 

ამ დაავადებას ახასიათებს ჰიპოთალამურ–ჰიპოფიზურ–თირკმელზედა სისტემების მოშლა და კორტიკოსტეროიდული ჰორმონების ჭარბი გამომუშავება. აღინიშნება ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით ხშირია 20–40 წლის ასაკში, და ქალები უფრო ხშირად ავადდებიან ამ დაავადებით ვიდრე მამაკაცები.

 

დაავადების მიზეზები – ჰიპოფიზის სიმსივნე (მიკრო და მაკროადენომების), თავის ტვინის ანთებითი პროცესები; ხშირად ქალებს იგი უვითარდებათ მშობიარობის შემდეგ. თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები (გლუკოსტერომები, გლუკოანდროსტერომები), ფილტვის, ბრონქების, მკერდუკანა, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეები, რომლებიც გამოყოფენ ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (აკტჰ),აკტჰ–ს ეკტოპიური პროდუქციის სინდრომი იწვევს ერთნაირი კლინიკური სიმპტომჯგუფებით დამახასიათებელ კუშინგის სინდრომს.

 

დაავადების სიმპტომები და მიმდინარეობა – დაავადების კლინიკური სურათი საკმაოდ თვალსაჩინოა. აღინიშნება სახის, კისრის, ტორსის მიდამოებში მოჭარბებული ცხიმოვნება ე.წ. “მთვარისებრი სახე”, კიდურები შედარებით თხელია, რის გამოც კუშინგის დაავადების დროს განვითარებულ სიმსუქნეს "ძროხისებრს" უწოდებენ; კანი მშრალია, შეთხელებული, სახე და მკერდის არე მეწამული–იისფერი შეფერილობით, აკროციანოზი; მკვეთრად გამოხატული ვენოზური სურათი მკერდსა და კიდურებზე, სტრიები მუცლის, თეძოების და მხრების შიდა ზედაპირზე. ხშირად ავადმყოფებს აღენიშნებათ კანის ჰიპერპიგმენტაცია, განსაკუთრებით ხახუნის ადგილებში. ქალებში სახის კანზე, კიდურებზე აღინიშნება ჰიპერტრიქოზი (ჭარბთმიანობა), მიდრეკილება ფურუნკულოზისა და წითელი ქარის განვითარებისკენ. არტერიული წნევა მომატებულია. ჩონჩხის ოსტეოპოროზული ცვლილებები (მძიმე მიმდინარეობისას გვხვდება ნეკნების, ხერხემლის მოტეხილობები). სტეროიდულ დიაბეტს ახასიათებს ინსულინორეზისტენტულობა, გამოვლენის სხვადასხვა დონის ჰიპოკალიემია, სტეროიდული მიოპათია და კარდიოპათია. ერითროციტების, ჰემოგლობინის და ქოლესტერინის რაოდენობა მომატებული. ფსიქიკური დარღვევები (დეპრესია, ეიფორია). განარჩევენ დაავადების მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმებს, მიმდინარეობა შეიძლება პროგრესული (ყველა სიმპტომის განვითარება 6–12 თვის მანძილზე) და ტორპიდული ხასიათის (სიმპტომები თანდათანობით ვითარდება 3–10 წლის მანძილზე) იყოს.

დაავადების მკურნალობა

მკურნალობის გამოიყენება სხივური თერაპია. სხივური თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში კვეთენ ერთ თირკმელზედა ჯირკვალს ან ატარებენ მკურნალობის სხვა კურსს. მძიმე ავადმყოფებისთვის ტარდება ორმხრივი ადრენალექტომია; პოსტოპერაციულ პერიოდში ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლების ქრონიკული უკმარისობა, რაც თავის მხრივ ითხოვს მუდმივი ხასიათის შენაცვლებით თერაპიას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player