სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ენდოკრინოლოგია – არის მედიცინის ერთ–ერთი დარგი, რომელიც შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ანუ ენდოკრინული ორგანოების სტრუქტურას, ფუნქციებს და მათ დაავადებებს. თვით სიტყვა “ენდოკრინოლოგია” მოდის ბერძნული წარმოშობის სიტყვებიდან: ἔνδον- შინაგანი, κρίνω– გამოყოფა და λόγος – მეცნიერება.

 

 

ენდოკრინული სისტემის დაავადებებს მკურნალობს ექიმი–ენდოკრინოლოგი, ხოლო ჰორმონალურ დარღვევებს გინეკოლოგიური თვალსაზრისით – ექიმი გინეკოლოგ–ენდოკრინოლოგი. ორგანიზმის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს (ენდოკრინულ ჯირკვლებს) განეკუთვნება: ფარისებური ჯირკვალი, პარათიროიდული ჯირკვალი, კუჭქვეშა (ინსულარული ნაწილი) ჯირკვალი, თირკმლისზედა ჯირკვლები; სათესლე ჯირკვლები მამაკაცებში, საკვერცხეები ქალებში, ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი.

 

ამის გარდა, ჰორმონებს გამოიმუშავებენ ის ორგანოებიც, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ენდოკრინულ ჯირკვლებს. ასეთი ორგანოებია: გული, ღვიძლი, თავის ტვინი. ენდოკრინულ ჯირკვლებს სეკრეციისთვის არ გააჩნიათ გამავალი სადინარები და თავიანთი სეკრეციის პროდუქტს – ჰორმონებს გამოყოფენ – უშუალოდ სისხლში. ჰორმონებს უდიდესი როლი აკისრიათ ნივთიერებათა ცვლის რეგულირების, ცხოველქმედებისა და ორგანიზმის ზრდის პროცესებში.

 

ჰიპოფიზი

ტვინის ფუძეზე არსებული ჯირკვალი; მისი ჰორმონები აკონტროლებენ სხვა ენდოკრინული ჯირკვლების აქტივობას და უშუალო ზეგავლენას ახდენენ სხეულის ზომებზე და საერთოდ ზრდის პროცესზე.

ფარისებური ჯირკვალი

ხორხის ირგვლივ მდებარე ჯირკვალი, გამოიმუშავებს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარის მარეგულირებელ ჰორმონებს.

პარათიროიდული ჯირკვლები

გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. როგორც წესი სახეზეა ორი წყვილი პატარა ჯირკვალი, რომელთაგან ერთი განთავსებულია ფარისებური ჯირკვლის ქვეშ, ხოლო მეორე მის სიღრმეში.

თიმუსი (ჩიყვი):

ბავშვებში იგი წარმოდგენილია როგორც მსხვილი, მკვეთრად გამოხატული წარმონაქმნი; სქესობრივი მომწიფების და ასაკის მატების კვალდაკვალ თიმუსის ზომებიც მცირდება. იგი გამოიმუშავებს ჰორმონ თიმოზინს, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის უჯრედების განვითარებას.

კუჭქვეშა ჯირკვალი:

საჭმლის მომნელებელი წვენის გარდა, იგი გამოიმუშავებს ინსულინს, რომელიც არეგულირებს ნახშირწყლების ცვლას.

თირკმელზედა ჯირკვალი

როგორც თავად სახელი გვეუბნება, თირკმელების ზემოთ მდებარეობს და გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც გავლენას ახდენენს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესზე და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.

სასქესო ჯირკვლები ან გონადები

მათ ფრიად მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ რეპროდუქციულ პროცესებში. ეს ჯირკვლები (მამაკაცებში – სათესლე ჯირკვალი, გამოიმუშავებს სპერმატოზოიდებს, ქალებში – საკვერცხეები, სადაც თავის მხრივ მწიფდება კვერცხუჯრედები) გამოიმუშავებენ ჰორმონებს, რომლებიც განაპირობებენ მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებას.

ეპიფიზი (ჯალღუზისებრი ჯირკვალი)

ეს ჯირკვალი არ არის სათანადო დონეზე შესწავლილი, თუმცა ამჟამად მას ენდოკრინულ სისტემას მიაკუთვნებენ. აღნიშნული ჯირკვალი წარმოადგენს – მცირე წარმონაქმნს შუა ტვინში და ძუძუმწოვრებში წარმოდგენილია როგორც ნეიროენდოკრიკული გარდამქმნელი, სადაც თვალიდან ტვინში გამავალი ნერვული იმპულსები გარდაიქმნება ჰორმონალურ სიგნალად, იწვევს რა ჰორმონ–მელატონინის სეკრეციას. მელატონინი გავლენას ახდენს ბიოლოგიურ რიტმებზე, ფიზიოლოგიური ფუნქციების დღეღამური ცვალებადობის და სეზონური სქესობრივი ციკლების ჩათვლით. ქვეხერხემლიანებში კი ეპიფიზს, უშუალოდ შეუძლია აღიქვას სინათლე (“მესამე თვალი”).

 

ენდოკრინული ჯირკვლები გამოიმუშავებენ წვენს (ჯირკვლის სეკრეტი), რომელიც შეიცავს თითოეული ენდოკრინული ორგანოსთვის დამახასიათებელ ნივთიერებას – ჰორმონებს და უშვებენ მათ პირდაპირ სისხლში. სწორედ ამ თვისებით განსხვავდებიან ისინი ეგზოკრინული ჯირკვლებისგან, რომლებიც სეკრეციას ახდენენ სხეულის ზედაპირზე გამავალ სადინარში (სანერწყვე, საოფლე ჯირკვლები, კუჭის, ფილტვების ჯირკვლები).

 

ჰორმონი

ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც უერთდება სისხლის მიმოქცევას და მისი საშუალებით აღწევს სხვადასხვა ორგანოს, სადაც იგი ახდენს სხვა უჯრედების ე.წ. სამიზნე უჯრედების აქტივობის სტიმულირებას ან დაქვეითებას. სამიზნე–უჯრედების საშუალებით ჰორმონები გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისთვის პრაქტიკულად მნიშვნელოვან ყველა ფუნქციაზე.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player