სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გარეთა სასქესო ორგანოების კიბო (ვულვის კიბო) ავთვისებიანი სიმსივნე ყველაზე ხშირად ჩნება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში მკვრივი კვანძების, ინფილტრატების ან დვრილოვანი ჩანაზარდების სახით, ასევე ხშირად ცარმოიქმნება გამკვრივებული გვედების მქონე წყლულოვანი კვანძები. კიბოს წინა მდგომარეობას წარმოადგენს ვულვის კრაუროზი, ლეიკოპლაკია.

მკვრივ ავთვისებიან სიმსივნეს ახასიათაბს ზედაპირული და სიღრმისეული ზრდა, პროცესში სცრაფად ერთვება საზარდულის ლიმფური კვანძები. გავრცელების მიხედვით ვულვის კიბო იყოფა I, II, III, და IV სტადიებად.

სიპტომატიკა და მიმდინარეობა

დაავადების დასაქყისში გამოხატულია ქავილი, წვა ვულვის მიდამოში, რასაც მოჰყვება ტკივილი, ხოლო სიმსივნის შლის შემთხვევაში - სისხლნარევი ჩირქიანი გამონადენი.

მკურნალობა

I და II სტადიის მკურნალობის ძარითად სქემას წარმოადგენს - კომბინირებული მკურნალობა (ქირურგია, სხივური თერაპია), ხოლო III და IV სტადიის მკურნალობის სქემაა მხოლოდ სხივური თერაპია.

საშოს კიბო

საშოს კიბო როგორც დამოუკიდებელი დაავადება იშვიათად გვხვდება. ხშირად ავადდებიან კლიმაქტორულ და მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. პროცესი მიმდინარეობს საშოს კედელზე მკვრივი ინფილტრატების ან წყლულოვანი წარმონაქმნების გაჩენით. სიმპტომატიკა და მიმდინარეობა სისხლნარევი ჩირქოვანი გამონადენი, დაავადებას ტკივილები ახასიათებს II სტადიიდან, შემდეგში გამოხატულია საშოზე ზეწოლის შეგრძნება, შარდის გამოყოფის მოშლა და საერთო ინტოქსიკაცია.

მკურნალობა

ძირითად მკურნალობას წარმოადგენს სხივური თერაპია, ხოლო მოძრავი მეტასტაზემბი რეგიონულ ლიმფურ კვანძებში ცილდება ქირურგიული გზით.

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალის სასქესო ორგანოების ავთვისებიან დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებულია. ანსხვავებენ:

 

• 0 - სტადია (საწყისი)

• I - სტადია (დაავადება გავრცელებულია მხოლოდ საშვილოსნოს ყელზე)

• II - სტადია (დაავადება ვრცელდება საშოზე, საშვილოსნოზე და პარამეტრიუმების ქსოვილზე

• III - სტადია (იგივე გავრცელებაა რაც II სტადიის დროს, ოღონდ პროცესი უფრო დიდი მოცულობისაა)

• IV - სტადია (დაავადება ვრცელდება შარდის ბუშტზე, სწორ ნაწლავზე, აღინიშნება მეტასტაზები სხვა ორგანოებში - ძვლებში, ფილტვებში, ღვიძლში და სხვა) სიმპტომატიკა და მიმდინარეობა სუბიექტურად საწყისი სტადია (0) ხასიათდება უსიმპტომო მიმდინარეობით, I სტადიის დროს აღინიშნება სეროზული ან სისხლნარევი სეროზული გამონადენი, რომელიც ძლიერდება გინეკოლოგიური გასინჯვის, დეფეკაციის და სქესობრივი აქტის დროს (კონტაქტური სისხლდენა). გვიან II და III სტადიას ახასიათებს უსიამოვნო სუნის მქონე სისხლნარევი ჩირქიანი გამონადენი, ტკივილი მუცლის ქვევით, წელის მიდამოში, ზოგადი მდგომარეობის დარღვევა: წონაში კლება, ინტოქსიკაცია, შარდის ბუშტის და სწორი ნაწლავის დისფუნქცია.

მკურნალობა

დასაწყისი სდადიების (0 და I) მკურნალობის სქემაა - კომბინირებული (ქირურგიული და სხივური თერაპია) მკურნალობა, II და III სტადიის მკურნალობის სქემას წარმოადგენს შერწყმული სხივური თერაპია (დისტანციური ტელე-გამა თერაპია და ღრუს შიგნითა გამა თერაპია), ხოლო IV სტადიის მკურნალობის სქემაა სიმპტომური მკურნალობა.

საშვილოსნოს ტანის კიბო

საშვილოსნოს ტანის კიბო მიმდინარეობს საშვილოსნოს შიგნითა შრის (ენდომეტრიუმის) დიფუზური დაზიანებით ან ღრუში პოლიპური წარმონაქმნებით. საშვილოსნოს შრეებში ჩაზრდისას სიმსივნური წარმონაქმნი ვრცელდება საშვილოსნოს დანამატებზე და პერიტონიუმზე. საშვილოსნოს ტანის კობოს შორეული მეტასტაზები ახასიათებს გვიან სტადიებში.

სიმპტომატიკა და მიმდინარეობა

ხასიათდება ნელი პროგრესირებით, სისხლნარევი სეროზული ან სისხლნარევი ჩირქიანი, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენით ან აციკლური სისხლდენებით ასაკოვან და მენოპაუზაში მყოფ ქალებში. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გაჩენისას აუცილებელია ჩატარდეს ენდომეტრიუმის სადიაგნოსტიკო გამოფხეკა, ნაფხეკი მასალის შემდგომი მორფოლოგიური კვლევით.

მკურნალობა

კომბინირებული (ქირურგიული და სხივური თერაპია) ან კომპლექსური (ოპერაცია, სხივური თერაპია, გორმონო თერაპია).

საკვერცხეების კიბო

საწყის სტადიებში საკვერცეების კიბო ხასიათდება უსიმპტომო მიმდინარეობით, შემდგომ სტადიაბში ახასიათაბს მუცლის ზომაში ზრდა, პალპაციით ისინჯება სიმსივნური წარმონაქმნი, მუცლის ღრუში გროვდება სითხე (ასციტი). შორს წასულ შემთხვევებში ავადმყოფებს ეწყებათ ტკივილები, ინტოქსიკაცია, შარდის ბუშტისა და ნაწლავთა ფუნქციის მოშლა, კახექსია (გამოფიტვა).

მკურნალობა

მკურნალობის ძირითადი სქემაა კომბინირებული: ქირურგიული მკურნალობა შემდგომი სხივური, ქიმიო- და გორმონო-თერაპიით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player