სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც, ქალებს ინტიმური კავშირის დროს მათი ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად, რეფლექსურ დონეზე, უნებლიედ ეკუმშებათ მენჯის ფსკერის და საშოს შესავლის კუნთები, რაც შეუძლებელს ხდის სექსუალური კავშირის დამყარებას, როგორც წმინდა მექანიკური (საშოს შესავალის უეცარი შეკუმშვა, რაც აბრკოლებს სასქესო ასოს შეყვანას),

ასევე ფიზიოლოგიური მიზეზების (კუნთების სპაზმის გამო ტკივილის ძლიერი შეტევა) გამო. ვაგინიზმი შესაძლოა სტაბილური ხასიათის იყოს და ქალს იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ჰქონდეს, რაც საერთოდ შეუძლებელს ხდის ქალისთვის სქესობრივი კავშირის დამყარებას. თანამედროვე მედიცინას ხელეწიფება საერთოდ აღმოფხვრას აღნიშნული პათოლოგია, შემთხვევების 100%-ში.

 


ვაგინიზმის მიზეზებს განეკუთვნება ფობიები, უნდობლობა პარტნიორის პიროვნების მიმართ და სხვა პარტნიორული ფაქტორები, სასქესო ორგანოების ორგანული ცვლილებები. ვაგინიზმით დაავადებული 80 ქალის გამოკვლევის შემდეგ, 22-ს დაუდგინდა ორგანული მიზეზები, ხოლო 18-ს სიტუაციური ხასიათის მიზეზები. არსებობს აზრი, რომ ვაგინიზმი - ეს არის ისტერიის ერთ-ერთი სიმპტომი. ვაგინიზმის გამომწვევი სხვა ფაქტორები შეიძლება იყოს: სასქესო ორგანოების ტრავმა ბავშვობაში, შარდსასქესო სისტემის დაავადებები, მომწიფების ასაკში მენსტრუაციის დროს საშოს ტამპონების გამოყენება, გინეკოლოგიური და ვენერიული დაავადებები (განსაკუთრებით - საშოს ანთებითი დაავადებები), უხეში (ტრავმული) სექსუალური ინიციატივა (უხეში დეფლორაციის ჩათვლით), შიში, რაც განპირობებულია პარტნიორის სასქესო ასოს დიდი ზომებით, ამბივალენტური დამოკიდებულება სქესობრივი ცხოვრების მიმართ და ასევე სოციოკულტურული ფაქტორები. 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player