სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ჰერპესი-ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევი არის ჩვეულებრივი ჰერპესის ვირუსი.ინფიცირებულთა მხოლოდ 5%-ს აქვს დაავადების სიმპტომები, დანარჩენებს არა აქვს კლინიკური გამოვლინებები.

 

 

 

ჰერპესის ოჯახის ვირუსები იწვევენ სასიშ ინფექციებ, მორეციდივე დაავადებებს, ტრანსპლაცენტარულ ინფექციებს თანდაყოლილი სიმახინჯეებით,პოტენციურად სასიკვდილო დაავადებებს. VOZ-ის მონაცემებით მოსახლეობის 90% არის ჩვეულებრივი ჰერპესის ვირუსის მატარებელი.

 


100 ყველაზე ცნობილი ჰერპესვირუსიდან ადამიანის დაავაადებას იწვევენ შემდეგი:

 


- ჩვეულებრივი ჰერპესის ვირუსი 1 ტიპის (HSV ლაბიალური ჰერპესი)
- ჩვეულებრივი ჰერპესის ვირუსი 2 ტიპის( HSV-2 გენიტალური ჰერპესი)
- ჩუდყვავილას, ზოსტერის ვირუსი(Herpes Zoster)
- ციტომეგალოვირუსი(CMV)
- ეპშეინ-ბარის ვირუსი(EBV)
- ადამიანის ჰერპესვირუსი მე-6 ტიპის.
- ადამიანის ჰერპესვირუსი მე7 ტიპის.
- ადამიანის ჰერპესვირუსი მე8 ტიპის(ასოცირებული კაპოშის სარკომასთან)

 


Herpesviridae-ს ოჯახის ვირუსებს ლატენტურ მდგომარეობაში ყოფნა შეუძლიათ ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე. ადამიანის იმუნური სისტემის ინტერფერონული რგოლის მდგომარეობაზე დამოკიდებულია დაავადების კლინიკური გამოვლინებები:კანზე ოდნავ შესამჩნევი ბუშტუკებით დაწყებული, დამთავრებული ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებებით.

 


ჩვეულებრივი ჰერპესისი ვირუსი აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და მას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა კლინიკური ფორმების მრავალსახეობებით. ჩვეულებრივი ჰერპესის ვირუსი აზიანებს ცენტრალურ ნერვულ ნერვულ სისიტემას(ენცეფალიტი, მიელიტი, ენცეფალომიელიტი), თვალებს(კერატოზი, კერატოკონიუქტივიტი, უვეიტი), ღვიძლს(ახალშობილთა და მოზრდილთა ჰეპატიტი), ლორწოვან გარსს(პირის და სასქესო ორგანოების) და კანს. კანის და ლორწოვანის დაზიანება-ჰერპესული ინფექციის ყველაზე გავრცელებული კლინიკური გამოვლენაა. დაავადების წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი ან ვირუსის მატარებელი. დაავადება გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით , კონტაქტური, სქესობრივი, ტრანსფუზული გზით და ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს. ნაყოფის ინფიცირება ორსულობის დროს ხდება ტრანსპლაცენტარული და ტრანსცერვიკალური გზებით. 
ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ვირუსი ნერვული დაბოლოებით აღწევს ნერვულ უჯრედებს. შემდეგ ხდება ვირუსის გამრავლება ნერვულ უჯრედებში, რის შემდეგაც ჰერპესი გადადის ლატენტურ ფაზაში. ბოლო ფაზაა-ვირუსის რეპლიკაციის აქტივაცია და მისი მიგრაცია ნერვულ დაბოლოებებზე ჰერპესულ გამონაყართან. აქტივაციის მიზეზები შეიძლება იყოს არამარტო სექსუალური კონტაქტები, არამედ ფსიქიური და ფიზიკური გადატვირთვა, გაციება, კორტიკოსტეროიდების მიღება, მენსტრუაცია, კანის მექანიკური დაზიანება და სზვა იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. გენიტალურ ვირუსს ძირითადში იწვევს ჩვეულებრივი ჰერპესის ვირუსი მე-2 ტიპის.


ჰერპესის სიმპტომები
გენიტალური ჰერპესი ვლინდება კანის ჰიპერემიით და წვით შემდგომში მტკივნეული ბუშტუკების გამოყრით სასქესო ორგანოებზე.
ქალებს უფრო ხშირად უზიანდებათ საშო, ბაგეები, საშვილოსნოს ყელი, ნაკლებად-შორისი, ბოქვენი, დუნდულები.
მამაკაცებში გამონაყარის ტიპიური ადგილებია: ასოს თავი, ჩუჩა, ასოს კანი, ურეთრის შესასვლელი. ნაკლებად-შორისის კანი, სათესლე პარკი, დუნდულები, თეძოები.
დაინფიცირებული ქსოვილებიდან ვირუსები გამოიყოფა 10-12 დღის განმავლობაში. პირველადი ეპიზოდის დროს ჰერპესული გამონაყარის ევოლუციის მთელი პროცესი იკავებს 15-20 დღეს, ამის შემდეგ იწყება შეხორცება.
რეციდივები აღინიშნება 30-50% შემთხვევაში, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში.


ჰერპესის გართულებები


პირველ რიგში ნაყოფის დაინფიცირდება დედის ორგანოზმში. საშვილოსნის ყელის ჰერპესული დაზიანება ხშირად არის უშვილობის მიზეზი. ჰერპესის ვირუსის არსებობა მცირე მენჯის ნერვულ სტრუქტურებში იწვევს ტკივილის მყარ სინდრომს, ნევრიტებს, განგლიოლიტებს, მენჯის სიმპტალგიებს.


ჰერპესის დიაგნოსტიკა


ციტოლოგიური გამოკვლევა, მოლეკულური დიაგნოსტიკა, იმუნოფერმენტული ტესტები (G,M და A კლასის იმუნოგლობულინები განისაზღვრება შრატში)


ჰერპესის მკუნალობა


ჰერპესის მკურნალობა საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას და ინიშნება მხოლოდ სადიაგნოსტიკო გამოკვლევის შემდეგ.


ჰერპესის პროფილაქტიკა


აუცილებელია პრეზერვატივის ხმარება შემთხვევითი სქესობრივი კავშირების დროს, თუ თქვენ ხართ ავად სასქესო ორგანოების ჰერპესით, მაგრამ ამჟამად თქვენ არანაირი სიმპტომი არა გაქვთ, თქვენ მაინც უნდა გააფრთხილოთ თქვენი პარტნიორი და იხმაროთ პრეზერვატივი.
გახსოვდეთ, რომ დაავადება გადადის იმ შემთხვაშიც კი, თუ დაავადებულს არ აღენიშნება გამონაყარი. ჰერპესი არ არის ჩვეულებრივი სურდო, მკურნალობა უნდა დაიწყოს ძალიან სწრაფად.

 

მასალა მოამზადა შალვა კევლიშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player