სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გონორეა-სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებში არის ყველაზე გავრცელებული დაავადება. ავადდებიან ორივე სქესის წარმომადგენლები ნებისმიერ ასაკში. დაავადება გადადის სქესობრივი კონტაქტის დროს: ვაგინალური, ორალური, ანალური, ნაკლებად პეტინგის ან სექსუალური თამაშების დროს. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-7 დღე.

 

 

გონორეის არაგართულებული ფორმის დროს ხდება საშარდე გზების ლორწოვანის დაზიანება: მამაკაცებში შარდსადენი მილის, ქალებში საშვილოსნოს ყელის, საშოსი და შარდსადენი მილის. ამდროს ჩვეულებრივ გახშირებულია შარდვა, ურეთრიდან და საშოდან გამოიყოფა ჩირქოვანი ხასიათის გამონადენი. თუ გადადება მოხდა სქესობრივი ცხოვრების არასტანდარტული ფორმით, დაავადება გამოხატულია პროქტიტით, ტონზილიტით, ფარინგიტით.

 

გართულებული ფორმის დროს ანთებით პროცესში ირთვება მცირე მენჯის სხვა ორგანოებიც, რაც გამოიხატება მუცლის ტკივილით, მენსტრუალური ციკლის დარღვევით, ჩუჩის ანთებით, პროსტატიტით, სათესლე ჯრკვლის ანთებით.

დაუშვებელია თვითმკურნალობა!

არასწორ მკურნალობას დაავადება გადაჰყავს ქრონიკულ ფორმაში მრავალი გართულებით. გამოკვლევა და მკურნალობა აუცილებელია ავადმყოფისთვის და ყველა მისი სექსუალური პარტნიორისთვის.

 

მასალა მოამზადა შალვა კევლიშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player