სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თუ მოულოდნელად შეამჩნიეთ, რომ თქვენი ძუძუს ორეოლები (პიგმენტური ზონები დვრილების ირგვლივ) გამუქდა, არ გაგიკვირდეთ, ორსულობისას ჩვეულებრივი ამბავია

 

თქვენმა მენსტრუაციამ უკვე 2–3 კვირით დააგვიანა. თუ თქვენ ადრეც გქონიათ დაგვიანებები და ტოქსიკოზის ნიშნები არ გაქვთ, მაინც შეასრულეთ პირველი კვირის რეკომენდაციები, რადგან ამით უარესად ვერ გახდებით. თუ ორსულობის ტესტი არ გაგიკეთებიათ, აუცილებლად გაიკეთეთ და შემდეგ გარე ორსულობა გამორიცხეთ ექოთი. 

 

ამასობაში თქვენი პატარა გაიზარდა, იგი უკვე 7–9 მმ–ია ვითარდება საყლაპავი მილი და ტრაქეა, იწყება წვრილი ნაწლავისა ფორმირება. ფორმირებას იწყებს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქული ნაწილი. ინტენსიურად ვითარდება თავის ტვინი. უკვე ექოზე ჩანს სად აქვს ემბრიონს თავი და სად მენჯი.
ამ ვადაზე ქრება ჭიპლარის მარჯვენა ვენა და რჩება მარცხენა. ეს ნორმალური მოვლენაა.


თქვენი პატარა ჯერ კიდევ კოსმოსიდან მოსულს ჰგავს, ვიდრე ადამიანს, მაგრამ ესეც ნორმაა. ახლა მას კუდიც აქვს, რომელიც მე–10 კვირაზე გაქრება.

მასალა მოგვაწოდა medea.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player