სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ეს კვირაც ფრიად მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტისათვის. ამ ვადაზე ტარდება რამდენიმე აუცილებელი გამოკვლევა:

 


1. ექოსკოპია
2. კარდიოტოკოგრაფია
3. სისხლის საერთო ანალიზი
4. შარდის საერთო ანალიზი
5. RW განმეორებით,



ამ ვადაზე ექოსკოპიით ხდება სწორედ მშობიარობის ტაქტიკის დაგეგმვა, ხოლო კარდიოტოკოგრაფიით (რაც სამწუხაროდ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ იქცა სკრინინგულ კვლევად, ძირითადად აპარატურის დეფიციტის გამო), ფასდება ნაყოფისათვის ჟანგბადის მიწოდების ეფექტურობა და ნაყოფის ტანჯვის ხარისხი – დიახ აქ ბეჭდვის შეცდომა არ არის, კარდიოტოკოგრამის საშუალებით ქულებით ფასდება ნაყოფის დისკომფორტი საშვილოსნოში. გაზრდილ ნაყოფს უკვე საშვილოსნო ევიწროვება და თუ ამას ჟანგბადის დეფიციტიც დაერთო, წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა.

საშვილოსნოს შეკუმშვები (ბრეკსტონ – ჰიკსის, გახსოვთ?) შეიძლება უფრო გახშირდეს. ამ დროს ორსულები უკვე სერიოზულად ფიქრდებიან მშობიარობაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ეს პრობლემები ტიპიურია: როგორ მოხდება გადაყვანა სამშობიაროში, რა უნდა წაიღოთ თან, ვინ წაგყვებათ და პირველმშობიარეთათვის რამდენად მტკივნეულია?

სამშობიაროში გადაყვანა პრობლემა არ არის, თუ ორსულობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდა, ჩვეულებრივი ავტომობილითაც შეიძლება, თუ არა 03 მაინც უფასოა. ზოგჯერ შეიძლება მშობიარობამდე ორი კვირით ადრეც კი გახდეს ჰოსპიტალიზაცია საჭირო.ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ამას თქვენი ექიმი გადაწყვეტს.

რაც შეეხება "სამგზავრო ჩანთას", აქ აუცილებელია თქვენი დოკუმენტები, მათ შორის სამედიცინო (გაცვლა–გამოცვლის ბარათი). პირადი ნივთები, წამლები დამოკიდებულია სამშობიაროზე, რომელსაც ირჩევთ. ამიტომ სამშობიაროს პირობებს წინასწარ გაეცანით.

რაც შეეხება მშობიარობას, თუ ანესთეზიით კეთდება, ტკივილს რა თქმა უნდა ვერ იგრძნობთ. თუ ანესთეზიას არ იკეთებთ, მაშინ სტატისტიკა ასეთია – ქალთა 10% ამბობს, რომ ტკივილი საერთოდ არ ჰქონდა, 10% ამბობს, რომ გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა, ხოლო 80%–ის შეგრძნება ამ ორ უკიდურეს აზრს შორის თავსდება.

კარგია მშობიარობისათვის ფსიქოლოგიური მომზადება, როგორც ადრე ავღნიშნეთ, ასეთ ქალებს ნაკლები პრობლემები აქვთ.

ბავშვი იზრდება. მისი სახიდან ნაოჭების უმეტესობა ქრება. ახლა მისი წონა 1700 გრ–ია, სიგრძე 40 სმ.


მასალა მოგვაწოდა medea.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player