Airchiet filtri
abgdevzTiklmnopJrstufqRySCcZwWxjh
ნო-შპა / ნო-შპა ფორტე


(No-Spa/No-Spa Forte)

 

 

Drotaverine
CHINOIN PHARMACEUTICAL AND CHEMICAL WORKS PRIVATE CO LTD HUNGURY FOR SANOFI-AVENTIS
A03AD02

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ნო-შპა

ტაბლეტები: ბლისტერში 10 ტაბ. შეფუთვაში 2 ც. ან ფლაკონში 60, ან ფლაკონში 100 ც.

1 ტაბ. დროტავერინის ჰიდროქლორიდი...........................40 მგ
ნო-შპა ფორტე ტაბლეტები: ბლისტერში 10 ტაბ. შეფუთვაში 2 ც.
1 ტაბ. დროტავერინის ჰიდროქლორიდი...........................80 მგ

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

სპაზმოლიზური საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი მიეკუთვნება იზოქინოლინის წარმოებულ სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს გლუვი კუნთების მოდუნებას ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას IV-ის ბლოკირების, ცამფ-ის კონცენტრაციის გაზრდის და მიოზინის კინაზას მსუბუქი ჯაჭვების ინაქტივირებით.

 

ჩვენებები

კუჭისა და ნაწლავების სპაზმი, ნაღვლისა და თირკმლის კონკრემენტებით გამოწვეული სპაზმი, საშარდე გზების გლუვი კუნთების სპაზმი, მენსტრუალური სპაზმები, თავის ტკივილი გამოწვეული სისხლძარღვების სპაზმით.

 

დოზირების რეჟიმი

პრეპარატ ნო-შპას ჩვეულებრივი მისაღები დოზა:
კატეგორია ერთჯერადი დოზა დღეღამური დოზა
მოზრდილებში 1-2 ტაბ. 3-6 ტაბ. 1-6 წლამდე ბავშვებში 1/2-1 ტაბ.
7-14 წლამდე ბავშვებში 1 ტაბ. 2-5 ტაბ.


პრეპარატ ნო-შპა ფორტე-ს ჩვეულებრივი მისაღები დოზა:
კატეგორია ერთჯერადი დოზა დღეღამური დოზა
მოზრდილებში 1/2-1 ტაბ. 1-3 ტაბ.
ბავშვებში გამოიყენება პრეპარატი ნო-შპა.

 

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია აღინიშნოს: თავის ტკივილი, უძილობა, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, გულისრევა, არითმია, ყაბზობა. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რძის შაქარის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ყაბზობა.

 

უკუჩვენებები
ღვიძლის, თირკმელებისა და გულის მძიმე დაავადებები, პრეპარატით გამოწვეული ალერგიული რეაქციები.

 

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის უსაფრთხოებისა და ტოქსიკურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოსალოდნელი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ. ნო-შპასა და ანტიპარკინსონული საშუალების - ლევოდოპას ერთდროული გამოყენებისას მცირდება ლევოდოპას ეფექტი.

 

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

CHINOIN PHARMACEUTICAL AND CHEMICAL WORKS PRIVATE CO LTD HUNGURY FOR SANOFI-AVENTIS

You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player

მედიკამენტები, დაავადებები, ექიმები, კლინიკები, ფარმაცევტული კომპ., სტატიები, დიეტები, ფეხმძიმობა, ორსულობა და ბავშვი

საიტიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია - სამედიცინო პორტალი www.med.ge

INF.GE