Airchiet filtri
abgdevzTiklmnopJrstufqRySCcZwWxjh
ბელერგამინი

BELERGAMIN

 

შემცველობა:

 

ერთი დრაჟეს შემცველობა მგ-ში:

სამკურნალო ნივთიერებები: Bელლადონნა Aლკალოიდეს 0.10, Eრგოტამინე ტარტრატე 0.30, Pჰენობარბიტალ 20.

დამხმარე ნივთიერებები: ხორბლის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, საქაროზა, ოპალუქსი, ტიტანის დიოქსიდი, გუმა არაბიკა, მაკროგოლი 6000, გლიცეროლი.

წამლის ფორმა და ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბელერგამინი გამოიყენება დრაჟეს სახით.

 

გამოყენების ჩვენებები:

 

კომპლექსურ თერაპიაში: ნევროზები, ნეიროვეგეტატური დარღვევები, მენიერის სინდრომი, კინეტოზები, შაკიკი, ნეიროდერმიტი (კანის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ქავილითა და გამონაყარით), პრურიტუსი (ქავილი), გულის ცემის სიხშირის სხვადასხვა წარმოშობის შენელება, დიგიტალისის ჭარბი დოზის მიღების ჩათვლით.

 

უკუჩვენებები:

 

არ გამოიყენება ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; თირეოტოქსიკოზის (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება); სისხლის მაღალი წნევის; სტენოკარდიის (არასტაბილური და ვაზოსპასტიური Pრინზმეტალ ტიპის); მიოკარდის ინფარქტის; გულის რითმის აჩქარების ან დარღვევის; პერიფერიული სისხლძარღვების სპასტიური დაავადებების; ორსულობისა და ლაქტაციის დროს; ღვიძლისა და თირკმლის მძიმე დაავადებებისას; წინამდებარე ჯირკვლის გადიდებისას ან საშარდე გზებში სხვა წინაღობებისას; დახურულკუთხოვანი გლაუკომის; სეფსისისსისხლის მოწამვლა» - სისხლის მიკროორგანიზმებით დაინფიცირება) დროს.

 

სიფრთხილის ზომები:

 

გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით ხანდაზმულ მამაკაცებში პრეპარატის გამოყენება იწვევს შარდის შეკავებასა და შარდვის გაძნელებას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სხვადასხვა წარმოშობის მექანიკური წინაღობებისას, როგორიცაა აქალაზია (საყლაპავის სპაზმები), პილორო-დუოდენალური სტენოზი (შევიწროვება), ბელერგამინის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის შიგთავსის შეკავება, მეტეორიზმი (გაზების წარმოქმნა) და ინტოქსიკაცია. პრეპარატის გამოყენება გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადების (გერდ), ნაწლავის ატონიის, პარალიზური ილეუსის (ნაწლავის გაუვალობა), მიასთენია გრავისის (დაავადება კუნთების გამოხატული სისუსტით), მძიმე პრურიტუსის (ქავილი) დროს, განსაკუთრებით რომელიც დაკავშირებულია ღვიძლის დაავადებასთან, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და სარგებელი/რისკის შეფარდების მკაცრ შეფასებას. ბელერგამინი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, განსაკუთრებით გულის არითმიებით, გულის იშემიური დაავადებით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, მიტრალური სტენოზით. ავადმყოფებში გულის რითმის დარღვევებით პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის ცემის სიხშირის მომატება. განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ერგოტამინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმების განვითარების საშიშროების გამო. მკურნალობის დროს აუცილებელია მეთვალყურეობა სისხლძარღვების სპაზმების მიმართ მიდრეკილი ავადმყოფებში ასეთი სიმპტომების შესაძლო გამოვლინების გამო. პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის დარღვევებიმიდრიაზი (გუგების გაფართოვება) და ციკლოპლეგია (აკომოდაციის დამბლა). პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ავადმყოფებში გლაუკომით (მაღალი თვალშიდა წნევა), სხეულის მაღალი ტემპერატურით, პაციენტებში ქსეროსტომიით (პირის სიმშრალე). ბავშვებში ამ პრეპარატის თერაპიული ეფექტისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ფენობარბიტალის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობა საჭიროებს დღე-ღამის დოზის დაზუსტებას ტოლერანტობისა და შეჩვევის განვითარების საშიშროების გამო.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში სამკურნალო საშუალებათა ბოროტად გამოყენების ან შეჩვევის მონაცემებით, და ასევე პაციენტებში ბრონქული ასთმით.

იმის გამო, რომ პრეპარატის შემადგენლობაში შედის ხორბლის სახამებელი, განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ პაციენტები გლუტენური ენტეროპათიით (გლუტენის აუტანლობა).

 

გაფრთხილებები:

 

პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

პრეპარატის გამოყენება მძღოლებისა და მანქანებთან მომუშავე პირების მიერ არასასურველია და საჭიროებს სარგებელი/რისკის შეფარდების სწორ შეფასებას.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

 

არასასურველია ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ანალგეზიურების კომბინაცია ბელერგამინთან მის შემადგენლობაში ფენობარბიტალის შემცველობის გამო. ფენობარბიტალმა შეიძლება შეამციროს ესტროგენული პრეპარატების, პერორალური კონტაცეპტივების, კორტიკოსტეროიდების, ანტიპირინის, ზოგიერთი ანტიბიოტიკისა და სულფონამიდების, პერორალური ანტიკოაგულანტების (შედედების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები) და სხვათა ეფექტები.

პრეპარატში ატროპინის შემცველობა აძლიერებს დიგიტალისის გლიკოზიდების ტოქსიკურობას, როგორც პარკინსონის დაავადებისა და დეპრესიის საწინააღმდეგო ტრიციკლური საშუალებების ეფექტებს, ამიტომ არ უნდა მოხდეს ამ პრეპარატების კომბინირება.

მაო- ინჰიბიტორებთან (დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი სამკურნალო საშუალება) ერთად გამოყენებისას იზრდება არასასურველი რეაქციების რისკი.

პრეპარატში ერგოტამინის შემცველობა არასასურველს ხდის მის კომბინაციას მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან, ბეტა-ბლოკატორებთან (პროპრანოლოლი), როგორც წამლებთან, რომლებიც თრგუნავს ერგოტამინის მეტაბოლიზმსპროტეაზური ინჰიბიტორების ჯგუფის ანტივირუსული სამკურნალო საშუალებები (რიტონავირ); ტრიპტანებთან (შაკიკის სამკურნალო წამლები), კაბერგოლინთან (თრგუნავს პროლაქტინის სეკრეციას), სისხლძარღვების შემავიწროვებელ სამკურნალო საშუალებებთან (ადრენალინი, ნორადენალინი, ფენილეფრინი).

 

გამოყენების წესი და დოზები

 

ბელერგამინით მკურნალობისას დღე-ღამის დოზა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ კლინიკური სიმპტომატიკის სიმძიმისა და პრეპარატის ამტანობის მიხედვით.

დღე-ღამის რეკომენდებული დოზა – 3-4-ჯერ 1 დრაჟე. სასურველი თერაპიული ეფექტის არარსებობისას დღე-ღამის დოზის გაზრდა შეიძლება 6 დრაჟემდე. კვირის მაქსიმალური დოზა ერგოტამინისათვის – 10 მგ, დღე-ღამის მაქსიმალური დოზა ფენობარბიტალისათვის – 80 მგ.

მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათან შემცირებით. არ გამოიყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში თერაპიული ეფექტისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო.

 

არასასურველი რეაქციები :

 

სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს: სიმშრალე პირში, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, მხედველობის დარღვევებიმიდრიაზი (გუგების გაფართოვება) და ციკლოპლეგია (აკომოდაციის დამბლა), გლაუკომას შეტევა, დაქვეითებული გასტრო-ინტესტინალური მოტორიკა (კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკა) და ოპსტიპაცია, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის მხრივ (ღებინება, გულისრევა, კოლიკები), ტაქიკარდია (გულის ცემის სიხშირის გაზრდა), შარდის რეტენცია (შეკავება). შემადგენლობაში ერგოტამინის შემცველობის გამო შესაძლოა წარმოიქმნას ლოკალიზებული შეშუპებები (სახეზე, თითებზე, ტერფებზე), არტერიული წნევის მომატება, სტენოკარდია, პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი, თვალების სისხლძარღვების სპაზმი (მხედველობის დაქვეითება, გუგების შევიწროვება), ტვინის იშემია; ფენობარბიტალის შემცველობით გამოწვეული: აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების განსაზღვრული სახეობის გაქრობა), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების ოდენობის შემცირება), ექსფოლიატური დერმატიტი, შტევენს-ჟონსონ სინდრომი (კანის მძიმე რეაქცია), ღვიძლის დაზიანება, თავბრუსხვევა, გაღიზიანება.

შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინება (ქავილი, გამონაყარი).

 

ჭარბი დოზა:

 

პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას აღინიშნება ფსიქომოტორული აგზნებადობა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, შფოთვა, ამ დროს აგზნებადობის გამოვლინებები შესაძლოა შეცვალოს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის გამოვლინებებმა (ძილიანობა, კომა).

 

შენახვის პირობები:

 

სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 250.

 

ვარგისიანობის ვადა:

 

ორი წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

 

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:

 

პრეპარატი შეფუთულია 20 /ოცი/ დრაჟე მყარი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში. ერთი ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

გაცემის პირობები:

 

რეცეპტით.

 

მწარმოებელი:

 

სს სოფარმა, ბულგარეთი, 1220 სოფია, ილიენსკოე შოსეს . #16.

You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player

მედიკამენტები, დაავადებები, ექიმები, კლინიკები, ფარმაცევტული კომპ., სტატიები, დიეტები, ფეხმძიმობა, ორსულობა და ბავშვი

საიტიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია - სამედიცინო პორტალი www.med.ge

INF.GE