You Need To Download Flash Player
Airchiet filtri
abgdevzTiklmnopJrstufqRySCcZwWxjh
ჩუტყვავილა


ჩუტყვავილა მაღალკონტაგიოზური ვირუსული ინფექციაა,რომელსაც იწვევს varicella-zoster virus (VZV) ჰერპესვირუსთა ოჯახიდან.

ახსიათებს კანსა და ლორწოვან გარსებზე მრავლობითი პაპულო-ვეზიკულური გამონაყარის გაჩენა რომელსაც თან ახლავს ცხელება 37,8-38,9 გრადუს ცელსიუსამდე.

გამონაყარი ჩნდება თავზე ან ტორსზე და ვრცელდება ცენტრიდეანულად- კიდურებისკენ.

ამ ვირუსით პირველადი დასნებოვნება მანიფესტირდება, როგორც ჩუტყვავილა,ხოლო შემდეგ ვითარდება სენსორული განგლიების ნეირონების ლატენტური ინფექცია, რომლის რეაქტივაციაც ვლინდება როგორც ჰერპეს ზოსტერი.

ჩუტყვავილა ძირითადად ბავშვთა ინფექციაა 90% ავადობისAმოდის 13 წლამდე ასაკში,გამოვლენის პიკია 5-9 წელი.

 

დაავადების გადაეცემის გზა ძირითადად ჰაერწვეთოვანია

.შესაძლოა გადაცემა გამონაყართან უშუალო კონტაქტით, ან დაავადებულის ტანსაცმლითა და თეთრეულით გადაცემა.

იშვიათი მიზეზია ზოსტერით დაავადებულ პაციენტთან კონტაქტი.

ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 2კვირაა და მერყეობს 9-დან-21 დღემდე.

პაციენტი გადამდებია გამონაყარის გაჩენამდე 48 სთ და გამოყრის მთელი პერიოდი, ვიდრე ყველა გამონაყარი ფუფხით არ დაიფარება, საშუალოდ გამონაყარის გაჩენიდან 3-7 დღე.

 

 

კლინიკური მანიფესტაცია

 

 

გამონაყარს წინ უსწრებს მაღალი ცხელება და კონსტიტუციური სიმპტომები:დაღლილობა, ანორექსია, თავის ან მუცლის ტკივილი.ცხელება 100-102 ფ, შეიძლება იყოს 106.ცხელება და სხვა სისტემური გამოვლინებანი პერსისტირებს 1-2-4 დღე გამონაყარის გაჩენიდან.

 

კონსტიტუციური სიმპტომები პრევალირებს მოზრდილებში.

2 წლამდე ასაკში ნაცვლად ვეზიკულური გამონაყარისა შეიძლება იყოს ბულური გამონაყარი.

გამონაყარი ჩნდება სკალპის, სახის ან სხეულის არეში და ვრცელდება კიდურებისკენ.საწყის ეტაპზე წააგავს ,,ნამის წვეთს”.შემდგომ განიცდის ევოლუციას მაკულა-პაპულა-ვეზიკულა-პუსტულა და ბოლოს იფარება ფუფხით.

გამონაყარი გარდა კანისა შეიძლება გაჩნდეს ლორწოვან გარსებზეც,მაგ(პირ-ხახა, ვაგინა).მაგრამ ნაკლები ინტენსივობით.

გამოყრის პროცესი გრძელდება 2-4 დღე.დაავადების ადრეულ სტადიზე შესაძლოა ინახოს ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი გამონაყარი.გამონაყარი სრულად ალაგდება 1-2 კვირაში და ტოვებს უმნიშვნელო კვალს.

საშუალოდ კანზე ჩნდება გამონაყარის 300 ერთეული.თუმცა პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში შეიძლ;ება იყოს 10 ერთეულზე ნაკლები ან 1500-ზე მეტი.

ჩუტყვავილას სხვა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებისაგან განსხვავდება შემდეგი ნიშნებით:

განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი ვეზიკულური გამონაყარი.

 

ტკივილი, ქავილი და ცხელება.

ჩუტყვავილას ვეზიკულები იფარება ფუფხით.

 

 

რაც შეეხება ყვავილს ის ჩუტყვავილისაგან განსხვავდება :

 

სინქრონიზებული გამონაყრით

გამონაყარი ვრცელდება ცენტრისკენულად, ჩუტყვავილას დროს ცენტრიდანულად

ჩუტყვავილას ვეზიკულა ერთკამერიანია, ჭიპისებრი ჩაზნექვა იშვიათია.

 

 

გართულებები

 

კანის ინფექცია ( II-ადი ბაქტერიული ინფექცია გრ+ ორგანიზმებით)

 

ნევროლოგიური გართულება

 

ნატხემისმიერი ატაქსია - 1 : 4000 შემთხვევაზე ვლინდება უპირატესად 15 წლამდე, გამონაყარის გაჩენიდან 1 კვირაში,შემდეგი ნიშნებით: ატაქსია, ღებინება, თავბრუ,მეტყველების შეცვლა,ტრემორი, თავის ტკივილი და ცხელება

ენცეფალიტი ვითარდება შემხვევათა 0,1-0,2 % ახასიათებს მგრძნობელობის მოშლა, კრუნჩხვები, ღებინება.

 

variccela -პნევმონიტი – ვლინდება იმუნოკომპრომორებულ პაციენტებსა და მოზარდებში მე-3-5 დღეს.ხასიათდებაცხელებით, სუნთქვის შემოკლებითა და ხველით.

 

variccela იშვიათი გართულებაა,მანიფესტირდება სიყვითლითა და მუცლის ტკივილით.

 

დიაგნოსტიკა

 

ჩუტყვავილა კლინიკური დიაგნოზია და ეფუძნება ანამნეზს და ფიზიკალურ კვლევას.საეჭვო შემთხვევებში შეიძლება ვეზიკულის შიგთავსიდან ვირუსის გამოყოფა ან ანტისხეულების დეტექცია.

 

გამოკვლევები

 

ვირუსის ანტიგენის სწრაფი დეტექცია - იმუნური ჰემაგლუტინაციის,მემბრანული ანტისხეულების ფლუორესცენციის ან ფერმენტ-შემბოჭავი იმუნოსორბციის მეთოდით..

ვირუსის კულტურა

სერელოგიური კვლევა

PCR
სისხილის საერთო ანალიზი- ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია

გულმკედის RO

Tzanck -ის ნაცხი (აღარ მიმართავენ რადგან ვარიცელა-ზოსტერის და სხვა ჰერპესვირუსების დიფერენცირება არ ხდება).

 

 

მკურნალობა

 

 

გაურთულებული ჩუტყვავილის სამკურნალოდ სიმპტომური თერაპია სავსებით საკმარისია ჯანმრთელ ბავშვებში,რომელიც გულისხმობს:

ქავილის შესამცირებლად ანტიპრურიტული ლოსიონებისა და ანტიჰისტამინური საშუალებების მაგ: ჰიდროქსიზინის გამოყენება.

თუ საჭიროა ანალგეტიკებისა და ანტიპირეტიკების გამოყენებას.

ნაკაწრებისაგან დასაცავად მეორადი ინფექციის პრევენციის მიზნით რეკომენდირებულია ხშირი ხელების დაბანა,ფრჩხილების მოკლედ დაჭრა და ნატრიუმის ბიკარბონტიანი(საკვები სოდა ) აბაზანები, იმ სიხშირით ,რითაც საჭიროა.

აციკლოვირი გამოიყენება განსაკუთრებით მწვავე შემტხვევების ან გართულებების არსებობისას.

არასოდეს გამოიყენოთ ასპირინი, რეის სინდრომის განვითარების მაღალი რისკის გამო.

ორალური აციკლოვირი ნაჩვენებია იმუნოკომპრომირებულ პაციენტებში ასევე პაციენტებში, როლებსაც აღენიშნებათ კანის ქრონიკული ან ფილტვის დაავადების,სალიცილატებით მკურნალობის,სისტემური თუ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას .

I/v აციკლოვირი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებისას.

ორალური ანტიბიოტიკები მხოლოდ მეორადი ინფექციით გართულებისას გამოიყენება.

ფოსკარნეტი პარენტერალური ანტივირუსული პრეპარატია,რომელიც თავისი ტოქსიურობის გამო გამოიყენება მხოლოდ აციკლოვირ-რეზისტენტულ შემტხვევებში ,იმუნოკომპრომირებულ პირებში.

 

 

დაუყოვნებელი ქმედება

 

 

ახალშობილს რომლის დედასაც გამოუვლინდა ჩუტყვავილა დაბადებამდე 5 დღით ადრე, ან დაბადებიდან 2 დღის მანძილზე აქვთ დასნებოვნების მაღალი რისკი, ამიტომაც დაუყოვნებლივ ეძლევათ VZIG.

იმუნოკომპრომორებული პაციენტები,ორსულები და პირები რესპირატორული გართულებებით,პროცესში რქოვანასჩართვით და ნევროლოგიური გართულებებით დაუყოვნებლივ უნდა ჰოსპიტალიზდნენ.

 

 

პროგნოზი

 

 

ჩუტყვავილა ჩვეულებრივ კეთილთვისებიანი გამოსავლით ხასიათდება,როგორც ბავშვებში ასევე მოზრდილებში.

გამონაყარის ახალი ელემენტების გაჩენა 4 დღე გრძელდება.ფუფხით იფარება დაახლოებით 6 დღეში და სრულებით ალაგდება 5-14 დღეში.

ახალშობილებს და იმუნოკომპრომირებული ინდივიდებს აქვთ გართულების მაღალი რისკი.

დაავადების გადატანის შემდეგ ვირუსი რჩება ე.წ. მთვლემარე მდგომარეობაში ნერვულ უჯრედებში და მისმა რეაქტივაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰერპეს-ზოსტერი.

გადატანილი ჩუტყვავილა ტოვებს იმუნიტეტს სიცოცხლის ბოლომდე. განმეორებით დასნებოვნება ძალზედ იშვიათია.

 

 

პრევენცია

 

 

პირველადი პრევენცია ტარდება ცოცხალი ატენუირებული ვაქცინით მგრძნობიარე მოზრდილებსა და ბავშვებში 12 თვის ასაკიდან.

არსებობს მონოვალენტური ვაქცინა და კომბინაციაში წითელა, წითურა,ყბაყურასთან ერთად. (MMRV)

VZV -ვაქცინა რეკომენდირებულია რუტინული გამოყენებისთვის ბავშვებში 12-18 თვის და 4-6 წლის ასაკში. ის უკუნაჩვენები უჯრედ-გაშუალებული იმუნური დეფიციტისდროს,თუმცა ლიმფობლასტური ლეიკემიის დროს, რემისიის ფაზაში,ასევე შიდსის დროს თუ CD 4 >15 % მიიღება ვაქცინის ორივე დოზა 3 თვიანი შუალედით.

 

 

ქემოპროფილაქტიკა

 

 

CDC -ის რეკომენდაციით VZVIG გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ პაციენტი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

არაიმუნიზირებული 13 წ-მდე ასაკის ბავშვები, ან 13 წლის შემდგომ იმუნოკომპრომირებული პირები, ხანდაზმულები,ორსულები.

ან ქვემოთჩამოთვლილთაგან თუ არის სახეზე ე/ე მდგომარეობა: ლეიკემია,ლიმფომა,ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია,თანდაყოლილი ამ შეძენილი იმუნო-დეფიციტი.მედიკამენტური ან რადიაციული,იმუნისუპრესია,დღენაკლულობა < გესტაციის 28 კვირაზე.ან დაბადების წონა < 1000 გრ.

ახალშობილები რომელთა დედასაც გამოუვლინდა ჩუტყვავილა მშობიარობამდე 5 დღით ადრე, ან მშობიარობიდან 2 დღის შემდეგ.

VZV რეკომენდირებული დოზაა 12,5 ერთ/კგ/ i/m, მაქსიმალური დოზაა 625 ერთ.შეიძლება გამეორება 3 კვირაში თუ ჩუტყვავილის ექსპოზიცია გრძელდება.

 

მასლა მოგვაწოდა
ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ,,პედიატრმა”

You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player

მედიკამენტები, დაავადებები, ექიმები, კლინიკები, ფარმაცევტული კომპ., სტატიები, დიეტები, ფეხმძიმობა, ორსულობა და ბავშვი

საიტიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია - სამედიცინო პორტალი www.med.ge

INF.GE