You Need To Download Flash Player
Airchiet filtri
abgdevzTiklmnopJrstufqRySCcZwWxjh
ლეიკემია (სისიხლის კიბო, ლეიკოზი)


ლეიკემია(სისხლის კიბო, ლეიკოზი, ლიმფოსარკომა) – არის მთელი რიგი სიმსივნური დაავადებები, რომლებიც ხასიათდებიან სისხლმბადი უჯრედების არაკონტროლირებადი პროლიფერაციითა და სხვადასხვა ხარისხის დიფერენციაციით. ამასთანავე, ლეიკემიური უჯრედები ერთი მუტაციური უჯრედის შთამომავლებს წარმოადგენენ .

 

ლეიკოზის მიზეზები

ლეიკემიის მიზეზი როგორც წესი არის ქრომოსომული აბერაციები(ცვლილებები ქრომოსომების სტრუქტურებში, განპირობებული ამ უკანასკნელთა განსხვავებული ტიპის გადაწყობით: ტრანსლოკაციით, დელეციით, ინვერსიითა და ფრაგმენტაციით).

ტრადიციული კლასიფიკაციის მიხედვით, ლეიკემიის ყველა სახე იყოფა ორ, მწვავე და ქრონიკულ ლეიკემიად. ასეთი დაყოფა დაკავშირებულია ამ დაავადების შესაძლებლობით – დიფერენცირება მოახდინოს მაპროლიფერირებადი უჯრედებისა. 

მწვავე ლეიკოზის დროს გადაგვარებული უჯრედების დიფერენცირებას პრაქტიკულად ადგილი არ აქვს. სისხლში გროვდება ახალგაზრდა, დისფუნქციური ბლასტური უჯრედების დიდი რაოდენობა, რაც თრგუნავს ყველა სხვა ნორმალური სისხლმბადი უჯრედების ზრდას. აღნიშნული ნიშნები ვლინდება შემთხვევათა დაახლოებით 80%–ში. ქრონიკული ლეიკოზი კი იძლევა დიფერენცირებული უჯრედების (ჩვეულებრივ გრანულოციტურ)  პოპულაციას, თანდათანობით კი ხდება მათი შერევა  პერიფერიული სისხლის ნორმალურ უჯრედებთან.

მწვავე ლეიკოზს ყოფენ ლიმფობლასტურ და მიელობლასტურ ლეიკოზებად.

მწვავე ლიმფოლეიკოზი ხშირად  B–ლიმფოციტების წინამორბედი უჯრედებისაგან (დაახლოებით 75%) ყალიბდება. ასხვავებენ აგრეთვე  B–ლიმფოლეიკოზსა და T–ლიმფოლეიკოზს. ციტოგენეტიკური მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე ფილადელფიური ქრომოსომის არსებობას.

მწვავე მიელოლეიკოზს(მწვავე მიელოიდური ლეიკოზი) ხშირად „არალიმფობლასტურ ლეიკოზს“ უწოდებენ, რათა ხაზგასმულ იქნას მისი ნაირსახეობა და განსხვავება მწვავე ლიმფოლეიკოზისაგან, ამასთანავე ბლასტური უჯრედები შეიძლება იყოს გრანულოციტული, ერითროციტული და თრომბოციტული წარმოშობისაც კი. მწვავე არალიმფობლასტური ლეიკოზი ჰისტოლოგიურად კლასიფიცირდება – M ასოთი, 0–დან 7 ციფრამდე. მაგალითად M7 – მწვავე მეგაკარიობლასტური ლეიკემიაა.

ქრონიკული ლეიკემია  ბავშვებში ძალზე იშვიათია. ის მოიცავს არაერთგვაროვანი წარმოშობის დაავადებათა ჯგუფებს:

  • ქრონიკული ლიმფოლეიკოზი ხასიათდება – ძვლის ტვინში, პერიფერიულ სისხლში, ლიმფურ ჯირკვლებში, ელენთასა და ღვიძლში  მცირე ზომის ლიმფოციტების პროლიფერაციით.
  • ქრონიკული მიელოლეიკოზი ხასიათდება ღეროვანი უჯრედების პროლიფერაციით, რასაც ხშირად თან სდევს არა მარტო გრანულოციტების, არამედ ერითროციტებისა და თრომბოციტების წინამორბედი უჯრედების რაოდენობის ზრდა. განმასხვავებელ ნიშანს დაავადების ეტაპობრიობა და ციტოგენეტიკური ფაქტორი – ფილადელფიური ქრომოსომის არსებობა წარმოადგენს. ასხვავებენ ქრონიკული მიელოლეიკოზის სამ ეტაპს(ფაზას): ნელ, აქსელერაციულსა და შენელებულ ფაზებს.
  • ბუსუსოვან – უჯრედოვანი ლეიკემია ხასიათდება კარგად დიფერენცირებული B–ლიმფოციტებით, პანციტოპენიითა და სპლენომეგალიით. ეს დაავადება ხშირად  ხანშიშესულ  და უფრო მეტად, მამრობითი სქესის პაციენტებს ახასიათებთ.

ლეიკემიის დიაგნოზი დგინდება ორი: სისხლის და ძვლის ტვინის, გამოკვლევათა შედეგად. დიაგნოსტიკისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ კლინიკურ სურათს, არამედ  აღმოჩენილი ბლასტური უჯრედების ციტოგენეტიკას, იმუნოლოგიასა და მორფოლოგიას. ამ ყველაფრიდან გამოვლენილ პარამეტრებზე დამოკიდებულია არა მარტო საბოლოო დიაგნოზის დასმა, არამედ დაავადების პროგნოზი, მკურნალობა და გამოსავალი. პროგნოზი ლეიკემიისას საკმაოდ კეთილსაიმედოა ბავშვთა ასაკში(1–9 წელი). იგი დამოკიდებულია, როგორც არსებული პათოლოგიისა და უჯრედების ტიპეპზე, ასევე დაავადების გამოვლენის დროზე.

მკურნალობა

ლეიკემიის მთავარ მკურნალობის მეთოდს ქიმიოთერაპია წარმოადგენს. დღესდღეისობით ქიმიოთერაპიული მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით ტარდება. ამიტომაც ენიჭება დიდი მნიშვნელობა ამ დაავადების ტიპის გამოვლენას, რათა მოიძებნოს შესაბამისი მკურნალობის პროტოკოლი. მწვავე ლეიკემიების დროს მკურნალობის მთავარი პრინციპი პოლიქიმიოთერაპიაა. მწვავე ლიმფოლეიკოზის ქიმიოთერაპიას დაახლოებით 95% – ნი ეფექტი აქვს, ხოლო მწვავე მიელოლეიკოზის ქიმიოთერაპიას 80%–ნი. მწვავე მიელოლეიკოზის ქიმიოთერაპიულ მკურნალობას ხშირად თან სდევს გართულებები, ხოლო 5 წლიანი რემისია დაახლოებით ნამკურნალევი პაციენტების 40%–ში შეინიშნება. მწვავე ლიმფოლეიკოზს, განსხვავებით მწვავე მიელოლეიკოზისგან, რეციდივი იშვიათად ახასიათებს. ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს  ქიმიოთერაპია მხოლოდ 20–40% – ია ეფექტური.

ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია  ჯერ–ჯერობით რჩება ლეიკემიის მკურნალობის ყველაზე  ეფექტურ საშუალებად. ალფა–ინტერფერონით მკურნალობაც საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა. ბოლო დროს დიდ იმედებს ამყარებენ ახალი თაობის პრეპერატებზე, რომლებიც აბლოკირებენ Bcr-Abl ცილის თიროზინკინაზურ აქტივობას. ასეთი პრეპარატია მაგალითად: STI-571. ითვლება რომ მსგავსი პრეპარატები შეძლებენ მკურნალობის შენარჩუნებას მონოთერაპიის რეჟიმში, სულ მცირე კი ბლასტური კრიზების პროფილაკტიკას მაინც.

ზოგადად ლეიკემიის მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციალიზებულ განყოფილებაში, მაქსიმალურად თანამედროვე, ეფექტური და კომპლექსური მკურნალობის გამოყენებით, რაც მთლიანი რემისიისა და გამოჯანმრთელების დიდი ალბათობას იძლევა.

 

You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player

მედიკამენტები, დაავადებები, ექიმები, კლინიკები, ფარმაცევტული კომპ., სტატიები, დიეტები, ფეხმძიმობა, ორსულობა და ბავშვი

საიტიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია - სამედიცინო პორტალი www.med.ge

INF.GE