You Need To Download Flash Player
Airchiet filtri
abgdevzTiklmnopJrstufqRySCcZwWxjh
ანორგაზმია

 

ანორგაზმია ეს არის მდგომარეობა, როდესაც ქალი მუდმივად ვერ აღწევს ორგაზმს, რაც ვლინდება როგორც სექსუალური ცხოვრების პროცესში (კოიტუსის და მისთვის მომზადების დროს, მიუხედავად პარტნიორის მიზანმიმართული მოქმედებებისა) ისევე, თვითაღზგნების მცდელობებისას.


ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დარღვევა ქალებს შორის, რაც დაახლოებით შეადგენს 30-80%-ს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში უფრო ნაკლებად არის აღნიშნული დარღვევა გამოხატული. როგორც სჩანს, მსგავსი ტენდენცია დაკავშირებულია სქესობრივი აღზრდის და სქესობრივი ცხოვრების კულტურის განვითარებასთან, რის შედეგიც არის ქალების ხშირი ვიზიტი ექიმებთან მსგავსი სქესობრივი დარღვევების აღმოსაფხვრელად.

 

  • ქალის ორგაზმის მიღწევას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:
  • ორგანიზმში ანდროგენების ოპტიმალური დონეს
  • ნერვული სისტემის კარგი რეაქტიულობა;
  • კოიტუსის პროცესში პერინეალური კუნთების დაჭიმულობა;
  • მასტურბაციის გამოცდილება;
  • სექსუალური აქტივობა 18 წლის ასაკამდე;
  • პრელუდიური ალერსის ხანგრძლივობა 15 წუთზე მეტ ხანს;
  • კოიტუსის ხანგრძლივობა 10 წუთზე მეტ ხანს;
  • პიროვნების ექსტრავერტულობა;
  • სექსუალირი ცნობიერების, განათლების და წარმოსახვის მაღალი დონე;
  • მაღალმგრძნობელური ურთიერთობა პარტნიორთან;
  • ოჯახური გარემოდან მგრძნობიარე და სექსუალური კავშირის დადებითი მაგალითი;


ანორგაზმია შესაძლოა მოგვევლინოს, როგორც რომელიმე დაავადების სიმპტომი ან იყოს სიტუაციურად განპირობებული, ან სრულიად დამოუკიდებელი სინდრომის სახით გამოვლინდეს. ამ უკანასკნელი შემთხვევის დროს ანორგაზმია ხშირად გადადის სქესობრივ გულგრილობაში (ფრიგიდულობა).


ანორგაზმიის გამომწვევი არც თუ ისე ცოტა მიზეზი არსებობს. მათი უმრავლესობა, არსებითად კონტრფაქტორია ორგაზმის ხელშემწყობი ფაქტორებისადმი. ანორგაზმიის ტიპიურ მიზეზებს მიეკუთვნება:

 

  • ნერვოზი;
  • დეპრესია;
  • სტრესი;
  • ჰორმონალური დარღვევები;
  • სომატური დაავადებები;
  • წამლისმიერი დაავადება;
  • პარტნიორის სექსუალური დარღვევა;
  • ქორწინებამდელი კავშირები;
  • მრგძნობელობითი კავშირის მოშლა პარტნიორთან;

 

You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player

მედიკამენტები, დაავადებები, ექიმები, კლინიკები, ფარმაცევტული კომპ., სტატიები, დიეტები, ფეხმძიმობა, ორსულობა და ბავშვი

საიტიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია - სამედიცინო პორტალი www.med.ge

INF.GE