You Need To Download Flash Player
Airchiet filtri
abgdevzTiklmnopJrstufqRySCcZwWxjh
შაქრიანი დიაბეტი

 

შაქრიანი დიაბეტიენდოკრინული სისტემის დაავადება, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის - ინსულინის აბსოლუტური ან შედარებითი უკმარისობით, რაც გამოიხატება ნახშირწყლოვანი, ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის ძირეული დარღვევებით.  

            შაქრიანი დიაბეტი მიეკუთვნება ხშირ, თუმცა იშვიათად დიაგნოსტირებად დაავადებათა რიცხვს, იმდენად, რამდენადაც იგი მრავალი „ნიღაბი“-ს მატარებელია. შაქრიანი დიაბეტის გავრცელების სტატისტიკა მოსახლეობაში შეადგენს დაახლოებით 10%-ს. ყოველ 10-15 წელიწადში ავადმყოფთა საერთო რაოდენობა ორმაგდება.

ზემოაღნიშნულის გარდა, პაციენტების 30-35%-ში ვლინდება „ფარული“ ადრეულ სტადიაში აღმოუჩენელი დიაბეტი.

 

დიაბეტის სახეობები - შაქრიანი დიაბეტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს:

        1-ლი ტიპის (ინსულინოდამოკიდებული)

        მე-2 ტიპის (ინსულინოდამოუკიდებული)

1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში ინსულინი გამომუშავდება მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამომუშავდება. დიაბეტის ამ ფორმის ჩამოყალიბებაში, მის მიმართ გენეტიკური მიდრეკილების დროს, უდიდეს როლს თამაშობს ვირუსული ინფექციები, გარემო ფაქტორები, არასწორი კვება.  

მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს, კუჭქვეშა ჯირკვალი განაგრძობს ინსულინის გამომუშავებას, თუმცა ორგანიზმი სუსტად რეაგირებს აღნიშნული ჰორმონის გავლენაზე, რაც მიდის ინსულინის შესაბამის დეფიციტამდე.

მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინოდამოუკიდებული) განვითარების მიზეზები: გენეტიკური მიდრეკილება, გაცხიმოვნება, ხშირად დაკავშირებული გადაჭარბებულ მადიანობასთან (ამ დაავადებით დაავადებული ადამიანების 80-90% უჩივის ჭარბ წონას), ასევე ენდოკრინული სისტემის დაავადებები: ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის (ჰიპო- ან ჰიპერფუნქცია), თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიები.  შაქრიანი დიაბეტი შესაძლოა გამოვლინდეს, როგორც რომელიმე ვირუსული დაავადების (გრიპი, ვირუსული ჰეპატიტი, ვირუსული ჰერპესი და ა.შ.), პანკრეატიტის ან კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეების შემდგომი გართულება.

 

სიმპტომები - შაქრიანი დიაბეტის პირველად სიმპტომებად გვევლინება სისხლში შაქრის მაღალი ოდენობა და გაძლიერებული შარდვა, ავადმყოფი შარდავს დიდი ოდენობით და ხშირად (პოლიურია),  ნორმას გადამეტებული შარდვა, შესაბამისად იწვევს გადაჭარბებულ წყურვილს (პოლიდიპსია). რამდენადაც შარდის გამოყოფით ადამიანი კარგავს ბევრ კალორიას გლიუკოზის სახით, მატულობს შიმშილის გრძნობაც, სახეზეა ე.წ. „მგლის“ მადა. ამის გარდა, შაქრიანი დიაბეტის დროს, ავადმყოფი უჩივის ძილიანობას, სწრაფ დაღლას, ქავილს პერინეუმის არეში, თვალის სიმახვილის დაქვეითება, კიდურების შეციება და ა.შ.

 

დიაბეტის ქართულება - შაქრიანი დიაბეტის დროს, სისხლში შაქრის მომატებული დონე, დროთა განმავლობაში მიდის გულის, ტვინის, თვალების, თირკმელების, ქვედა კიდურების სისხლძარღვების დაზიანებამდე და გართულებების მძიმე ფორმებამდე (ინფარქტი, ინსულტი, თვალის ბადურის ჩამოშლა სიბრმავის განვითარებით, თირკმლის უკმარისობა, ქვედა კიდურების განგრენა). შაქრიანი დიაბეტის გართულებების თავიდან აცილება შეიძლება სისხლში შაქრის დონის ნორმალური შემცველობის შენარჩუნებით.

 

მკურნალობა - დიაბეტის მკურნალობა მოიცავს შემდეგ ზომებს: 

        დიეტა (კვების რაციონში შაქრის და სხვა ნახშირწყლების შეზღუდვა, ცხიმების ჩათვლით): ხშირად ერთი სახის დიეტა საკმარისია, რათა მოხდეს დარღვევის კომპენსაცია (ეს არის ე.წ. მსუბუქი მიმდინარეობის დიაბეტი);

        შაქრის დამწევი პრეპარატების მიღება: ამ პრეპარატებს შეუძლია აწიონ ორგანიზმის უჯრედების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ, ამასთან ეხმარებიან უჯრედებში შაქრის შეღწევას;

        ინსულინის პრეპარატები;

        დიაბეტის გართულებების სხვადასხვა საკორექციო და აღსაკვეთი საშუალებები.

დიაბეტის მკურნალობა ინსულინის და შაქრის დამწევი ზოგიერთი საშუალებებით, მოითხოვს სისხლში შაქრის დონეზე მკაცრ კონტროლს. მთავარ საფრთხეს ასეთი კორექციის დროს წარმოადგენს აღნიშნული პრეპარატების დოზის გადაჭარბება, რის შედეგადაც სისხლში შაქრის დონე მკვეთრად ქვეითდება და მიდის ე.წ. ჰიპოგლიკემიურ კომამდე და თვით პაციენტის სიკვდილამდეც კი. ინსულინის პრეპარატების და მათი ოპტიმალური დოზირების შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია, რამდენადაც ამისთვის მთელი რიგირ ფაქტორები უნდა იქნეს გათვალისწინებული:  თუ რამდენად იცვლება პაციენტის ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში, რამდენად სწორად კონტროლდება სისხლში შაქრის დონე, რამდენად სტაბილურია შაქრის შემცველობა პაციენტის სისხლში, კვების რაციონის, საკვების კალორიულობის და სხვა მრავალი შტრიხის გათვალისწინებით.

კონტროლის მიზნით გამოიყენება ინდივიდუალური გლუკომეტრები - ხელსაწყო, რომლის მეშვეობით ავადმყოფი თავად იზომავს სისხლში გლიუკოზის დონეს. გლუკომეტრის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ადამიანს შეუძლია თავად განსაზღვროს ინსულინის დოზა.

 

You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player

მედიკამენტები, დაავადებები, ექიმები, კლინიკები, ფარმაცევტული კომპ., სტატიები, დიეტები, ფეხმძიმობა, ორსულობა და ბავშვი

საიტიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია - სამედიცინო პორტალი www.med.ge

INF.GE