ფოლიუმის მჟავა

სისტემურმა მიმოხილვამ47 გამოავლინა, რომ ჩასახვის პერიოდში ფოლატების მიღება მნიშვნელოვნად აქვეითებს ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკს. დეფექტების გავრცელებს სიხშირე დაქვეითდა როგორც წინა ორსულობისას ჯანმრთელი ახალშობილის არსებობისას ასევე წინა ორსულობისას დაავადაბული ახალშობილის ან ნაყოფის შემთხვევაში ჯგუფებს შორის.არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვეული აბორტის, საშვილოსნოს გარე ორსულობისა და ნაადრევი მშობიარობის სიხშირეებში.
ფოლიუმის მჟავის დამატებას ჩასახვის პერიოდში გააჩნია მნიშვნელოვანი დამცავი ეფექტი ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების თვალსაზრისით. ინფორმაცია ფოლიუმის მჟავის შესახებ ფართოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ჯანმრთელობისა და განათლების სისტემების მეშვეობით. ქალებს, რომელთა ახალშობილებსა ან ნაყოფს დადგენილი აქვთ ნერვული ღეროს დეფექტები, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია განმეორების მომატებული რისკის შესახებ და ვურჩიოთ ფოლიუმის მჟავის უწყვეტი მიღება.

 

მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა


 

You Need To Download Flash Player
You Need To Download Flash Player

მედიკამენტები, დაავადებები, ექიმები, კლინიკები, ფარმაცევტული კომპ., სტატიები, დიეტები, ფეხმძიმობა, ორსულობა და ბავშვი

საიტიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია - სამედიცინო პორტალი www.med.ge

INF.GE