სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გასტროენტეროლოგია

გასტრიტის დროს

მწვავე გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებით მიმდინარე დაავადებაა. მისი გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს, კერძოდ, საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია, უხარისხო პროდუქტის მიღება, კუჭის გადატვირთვა ცხიმიანი და სანელებლებით უხვად შეზავებული კერძებით; ცუდად დაღეჭილი საკვების მიღება; ზოგიერთი სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, სალიცილატები,

 

 

 სულფანილამიდები, დიგიტალისის პრეპარატები, საყოფაცხოვრებო შხამებით მოწამვლა; ალერგია. ლორწოვანი გარსის ანთება, გამომწვევი ფაქტორის მიხედვით, სხვადასხვაგვარად ვითარდება.

 

ინფექციის დროს ბაქტერიული ტოქსინები, მკვდარი ბაქტერიები და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის პროდუქტები, სისხლისა და ლიმფის მეშვეობით მთელ ორგანიზმში ვრცელდება, არღვევს კუჭის ლორწოვანის ტროფიკას და აღიზიანებს მას. ამას კუჭის სეკრეტორულ დისფუნქციამდე მივყავართ, რაც შემდგომში საჭმლის მონელების დარღვევის მიზეზად იქცევა ხოლმე. საკვებისმიერი გასტრიტის დროს არაადეკვატური საკვები კუჭის ლორწოვან გარსზე უშუალო გამაღიზიანებელ ზემოქმედებას ახდენს.

 

კუჭის სეკრეტორული აპარატი განილევა და საჭმლის მონელება ფერხდება. საკვები მასა ჩვეულებრივზე მეტხანს ყოვნდება კუჭში, რის გამოც ის კუჭის წვენის ფერმენტულ ზემოქმედებასთან ერთად ბაქტერიულ დაშლასაც განიცდის. საკვები ნივთიერებების არასრული და ბაქტერიული დაშლის პროდუქტები კი ლორწოვანს აღიზიანებს და მის ანთებას იწვევს. საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციის დროს მწვავე გასტრიტი ლორწოვანის გამომწვევისა და მისი ტოქსინების მავნე ზემოქმედების შედეგია. ლორწოვანს აღიზიანებს კუჭში ჭარბი რაოდენობით მოხვედრილი სამკურნალო პრეპარატები. მწვავე გასტრიტის სიმპტომები გამომწვევი ფაქტორის ზემოქმედებიდან დაახლოებით 8 საათის შემდეგ იჩენს თავს. იწყება გულისრევის და სიმძიმის შეგრძნება კუჭში.

 

შესაძლოა შემცივნების შეგრძნებაც, ასევე, ტემპერატურის მომატება, ტკივილი მუცლის ზედა არეში, ბოყინი. ზოგჯერ ვითარდება ფაღარათი. დაავადება 2-დან 3 დღემდე მიმდინარეობს. მწვავე გასტრიტის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა. ეცადეთ, მიიღოთ ბევრი სითხე, მაგალითად, ჩაი. ასევე, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის და 5-პროცენტიანი გლუკოზის ნარევი – (1:1). 12 საათის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ გახეხილი ბოსტნეულის პიურე ან სუპი, უცხიმო ბულიონი, ორცხობილა, კისელი და ფაფები. ერთ კვირაში შეგიძლიათ ჩვეულებრივ კვებაზე გადახვიდეთ. ამ დროს კარგია B ჯგუფის ვიტამინების და ფერმენტების მიღებაც.

 

მასალა მოგვაწოდა

 

ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
"თბილისელები"-ს რედაქციამ

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4