სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ყელყურცხვირი

რინიტი

 ეს არის ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. ხშირად რინიტს სურდოსაც უწოდებენ. იგი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე რინიტი ხშირად აღინიშნება მწვავე ვირუსული ინფექციის ან ალერგიული შეტევის დროს. წაიკითხეთ დაწვრილებით

სინუსიტი

სინუსიტი ეს არის ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ინფექციური-ანთებითი პროცესი. განასხვავებენ დაავადების ორ ტიპს: მწვავე სინუსიტი (ახასიათებს ლორწოვანის ჰიპერემია, სეროზული და შემდგომ ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან და გრძელდება 2-3 კვირა) და ქრონიკული სინუსიტი (ჩვეულებრივ ვითარდება მორეციდივე და არასრულად ნამკურნალები მწვავე სინუსიტის შემდეგ). წაიკითხეთ დაწვრილებით

სმენის დაქვეითება

სმენაჩლუნგობა ეს არის სმენის დაქვეითება, რომელიც ავადმყოფს ხელს უშლის ხალხთან ჩვეულებრივ მეტყველებით ურთიერთობაში. პრაქტიკული სიყრუე ეს ის მდგომარეობაა, როცა ადამიანს არ ესმის ხმამაღალი მეტყველება ყურთან ახლოსაც კი. ყველაზე ხშირი მიზეზი სმენაჩლუნგობისა და სიყრუისა ეს არის: წაიკითხეთ დაწვრილებით

ფარინგიტი

ფარინგიტი ეს არის ხახის უკანა კედლის ანთება. მისი მთავარი გმომწვევი მიზეზია: ცივი ან დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა, ქიმიური ნივთიერების ზემოქმედება (სპირტი, თამბაქო). წაიკითხეთ დაწვრილებით

ლარინგიტი

ლარინგიტი (laryngitis, ბერძ. larynx, laryngos –ხორხი) _ ხორხის ანთებაა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ლარინგიტს. ლარინგიტი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია მრვი-ის, ყივანახველას და ქუნთრუშას ინფექციების დროს. წაიკითხეთ დაწვრილებით

გრიპი

გრიპი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ინფექციურ დაავადებათა შორის. ეპიდემიის სიხშირე ყოველწლიურად იმატებს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ყოველ 30-40 წელიწადში ერთხელ რეგისტრირდება გრიპის პანდემია. წაიკითხეთ დაწვრილებით

გოგირდის საცობი

გოგირდის საცობი წარმოიქმნება გარეთა სასმენ მილში განლაგებული გოგირდის ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეციის შედეგად. გოგირდის საცობი შედგება გოგირდისაგან, ჩამოფცქვნილი ეპითელისაგან. წაიკითხეთ დაწვრილებით

ანგინა

ანგინა ინფექციური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სასის ტონზილებში მკვეთრად გამოხატული ანთებითი პროცესი. სასის ტონზილებს ხშირად ,,გლანდებსაც” უწოდებენ და მდებარეობენ ხახაში ნაქსა და რბილის სასის ორივე მხარეს, ისინი კარგად ჩანს პირის გაღების დროს. წაიკითხეთ დაწვრილებით

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4