სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ვულე-ვუ

ნევროლოგიური დაავადებები

ალცჰეიმერის დაავადება

ალცჰაიმერის დაავადება — თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. ეს დაავადება პირველად აღწერა გერმანელმა ექიმმა ა. ალცჰაიმერმა 1970 წელს. ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს შეძენილი ჭკუასუსტობის (დემენციის) ყველაზე გავრცელებულ ფორმას. წაიკითხეთ დაწვრილებით

ხმაური ყურებში

ხმაური ყურებში ეს არის სმენითი შეგრძნება, რომელიც წარმოიშვება მაშინ, როდესაც ირგვლივ სიჩუმეა. არჩევენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ხმაურს. ფიზიოლოგიური ხმაური ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება სრული სიჩუმის პირობებში გაუჩნდეს.   წაიკითხეთ დაწვრილებით

ხერხემლის თიაქარი / მალთაშორისი თიაქარი

მალთაშუა დისკოს თიაქარი — მალთაშუა დისკოს ფიბროზული რგოლის გარღვევა. არსებულ დეფექტში ხდება დისკოს პულპოზური ნაწილის გამოვარდნა. თიაქრის წარმოქმნის მექანიზმი ეფუძნება მალთაშუა დისკოს ანატომიურ აგებულებას. წაიკითხეთ დაწვრილებით

შაკიკი - თავის ტკივილი

შაკიკი - განმეორებადი, მწვავე თავისტკივილებია, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში ცალმხრივია და პულსირებადი. მათი ხანგრძლივობაა 4 საათიდან 72 საათამდე. სახელწოდება წარმოსდგება სიტყვიდან ,,მიკრაცია’’, რომელიც დასაბამს იღებს ბერძნული სიტყვიდან ,,ჰემიკრანია’’ (თავის ნახევარი), რაც ტკივილის ცალმხრივობაზე მიუთითებს. შაკიკი გავრცელებული დაავადებაა. წაიკითხეთ დაწვრილებით

უძილობა

უძილობა ეს არის ძილის დარღვევა, როდესაც ადამიანს უჭირს დაძინება და ამ დროს, ძილის პერიოდის ხანგრძლივობა მცირდება. უძილობა გამოვლინდება ღამის ძილის ხანგრძლივობის შემცირებით, გვიანი ჩაძინებით, ადრეული გაღვიძებით, ღამის მანძილზე ძილის მრავალგზის გაწყვეტით. წაიკითხეთ დაწვრილებით

რადიკულიტი (ფესვობრივი სინდრომი)

ადამიანის პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც ვითარდება ზურგის ტვინის ფესვების, ან ნერვული ღეროების ნებისმიერ დონეზე ზეწოლის შედეგად. ფესვობრივი სინდრომი ვლინდება მკვეთრი, მწველი ტკივილით კისრის, ზედა და ქვედა კიდურების, წელისა და მუცლის არეში. წაიკითხეთ დაწვრილებით

პოლინეიროპათია

პოლინეიროპათია ბევრი პერიფერიული ნერვის ერთდროული დაზიანებაა. გამოვლინდება მამოძრავებელი და მგრძნობიარე დარღვევის სახით ხელსა და ფეხზე (უპირატესად თითებსა და ტერფზე). წაიკითხეთ დაწვრილებით

პარკინსონის დაავადება

პარკინსონის დაავადება (კანკალა პარალიჩი) _ თავის ტვინის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელიც პირველად აღწერილი იყო 1817 წელს ინგლისელი ექიმის ჯ. პარკინსონის მიერ. პარკინსონით დაავადებულებს აღენიშნებათ კიდურების უნებლიე მოძრაობა (ტრემორი), კუნთების რიგიდობა, კოორდინაციის და მეტყველების დარღვევა, გადაადგილების გაძნელება. ეს სიმპტომები ვითარდება 60 წლის შემდეგ, თუმცა ცნობილია შემთხვევები 50 წლის ქვემოთ ასაკშიც. წაიკითხეთ დაწვრილებით

ნევრალგია

ნევრალგია ძლიერი, მწიწკნავი, მწვავე ან ყრუ შეტევითი ხასიათის ტკივილია, რომელიც წარმოიშობა ნერვის გაყოლებაზე. ნევრალგიის მიზეზი შეიძლება იყოს თვითონ ნერვის, ნერვული წნულისა და ხერხემლის დაავადებბები, ან პათოლოგიური პროცესები. წაიკითხეთ დაწვრილებით

ინსულტი

ინსულტი თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევაა (სისხლჩაქცევა და სხვა), რომელიც იწვევს თავის ტვინის ქსოვილების კვდომას. წაიკითხეთ დაწვრილებით

ეპილეფსია

ეპილეფსია - ქრონიკული ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება უეცარი, განმეორებითი შეტევებისადმი მიდრეკლებით. შეტევები სხვადასხა ტიპის არსებობს, მაგრამ ყველა მათგანს საფუძვლად უდევს თავის ტვინის ნერვულ უჯრედებში ანომალური და ძალიან მაღალი ელექტრონული აქტივობა, რის შედეგად ვითარდება განტვირთვა.   წაიკითხეთ დაწვრილებით

ენცეფალოპათია

ენცეპალოფათია კომპლექსური ტერმინია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის არაანთებითი პროცესის დროს თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანებისას. წაიკითხეთ დაწვრილებით

ენაბლუობა

ენაბლუობა - მეტყველების დარღვევა, რომელიც ხასიათდება ბორძიკით პირველი ბგერის წარმოთქმისას ან მეტყველების წყვეტით. ამ დარღვევას არ მიაკუთვნებენ ნორმალურად მოლაპარაკე ადამიანის მეტყველების დროს დაბრკოლებასა და შეფერხებას. წაიკითხეთ დაწვრილებით

ბავშვთა ცერებრალური დამბლა

ტერმინში ,,ბავშვთა ცერებრალური დამბლა” იგულისხმება ტვინის მოტორული ფუნქციების დაზიანება, რომელიც ჩნდება ბავშვის დაბადებისთანავე და არსებობს მთელი სიცოცხლის მანძილზე, მაგრამ არ განიცდის პროგრესირებას. მოტორული დარღვევები გამოიხატება გარკვეული ჯგუფის კუნთების სისუსტეში, რის გამოც იცვლება სიარულის მანერა. ასევე, ზედა კიდურების მოძრაობასა და კისრის უკან გადაგდებაში. წაიკითხეთ დაწვრილებით

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8
  • 1
  • 2
  • 3
  • 4