სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ადამიანთა უმეტესობას სჯერა ვარჯიშის შესახებ შემდეგი თეორიის: თუ არ არის ტკივილი არ არის სარგებელი. ბევრს ჰგონია, რომ თუ ვარჯიშის დროს განიცდის ტკივილს კუნთის არეში, ეს პროგრესის მაჩვენებელია, შედეგად ისინი დიდი ტკივილისა და დისკომფორტის მიუხედავად აგრძელებენ ვარჯიშს.


არ არის ტკივილი არ არის სარგებელი? ფიტნესთან დაკავშრებით ეს ფრაზა ჩამოყალიბდა 80–იან წლებში. მას შემდეგ ხალხს ჰგონია, რომ სავარჯიშო პროგრამიდან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად აუცილებელია ტკივილი იგრძნო. მრავალი ადამიანის მცდარი შეხედულებისამებრ ხომ რაც უფრო მეტია ტკივილი მით უფრო ეფექტურია ვარჯიში და შესაბამისად სასურველი შედეგიც უფრო ახლოსაა. რეალურად კი მტკივნეულმა ვარჯიშმა, შესაძლებელია გამოიწვიოს კუნთოვანი სისტემისა და სახსრების სერიოზული ტრავმები და ცხოვრების აქტიურ სტილს ხანგრძლივი დროით ჩამოგვაშოროს.

 

ტკივილი სხეულის საგანგაშო სიგნალია და არა ვარჯიშით მიღწეული შედეგის საზომი. ტკივილი ვარჯიშის დროს მიგვითითებს, რომ არასწორად ხდება კუნთის დატვირთვა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღებას გართულებების თავიდან ასაცილებლად. ტკივილის დანიშნულება ზუსტად ის არის, რომ მიგვახვედროს თუ სად გადის ის ზღვარი რის მიღმაც სხეულს აღარ შეუძლია დატვირთვის გაძლება. წარმოიდგინეთ ტკივილს რომ არ ვგრძნობდეთ რა საშინელ შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ. თითოეული ჩვენგანი, ვისაც უნდა, რომ გაყვეს ვარჯიშს, მითუმეტეს ხანგრძლივი დროით, უნდა აცნობიერებდეს, რომ ტკივილი არ არის საჭირო წარმატებული ვარჯიშისათვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ვარჯიში ახალი დაწყებული აქვს ექმნება ვარჯიშის დროს მცირე დისკომფორტი ტკივილის სახით, მაგრამ ეს ტკივილი თანდათან ქრება, როგორც კი კუნთები და მყესები მაგრდება.


არსებობს ერთი მარტივი წესი: თუ გვტკივა ეს უკვე იმისი ნიშანია, რომ კუნთოვანი ან ძვლოვანი სისტემის რომელიმე უბანი დასვენებას საჭიროებს ან ტრავმირებულია. დასვენების შემდეგ კუნთის გადაღლილობით გამოწვეული ტკივილი მალე გაივლის, თუმცა, თუ ვიგრძნობთ, რომ ტკივილი ან თუნდაც უსიამოვნო შეგრძნება კუნთის არეში არ ნელდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ტრავმასთან. ტრავმის შემთხვევაში იმ ვარჟიშების შესრულება, რომლებშიც მონაწილეობას იღებს ტრავმირებული კუნთი უნდა შევწყვიტოთ სრულ გამოჯანმრთელებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიწვევთ ტრავმის კიდევ უფრო გართულებას და სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. სპეციალისტები ვარჯიშის სფეროში აღნიშნავენ, რომ ვარჯიში სიამოვნებას უნდა გვგვრიდეს. ეს ერთგვარი გამოწვევა უნდა იყოს ჩვენი სხეულისათვის, რომ იყოს ძლიერი, მოქნილი და ლამაზი, რაც სულაც არ მოითხოვს კუნთის დატვირთვას ტკივილამდე.


ვერ ავარიდეთ თავი დაზიანებას? რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში? პირველ რიგში საუკეთესო გამოსავალი არის ტრავმატოლოგთან ვიზიტი, რადგან ამით ყველაზე კარგად დავიცავთ თავს ზედმეტი გართულებებისაგან. ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ უსაშინლესი ტკივილი არ გაწუხებთ. ტკივილგამაყუჩებლით ან სხვა საშუალებით ტკივილის შემცირებისთანავე ვარჯიშის განახლება ყოვლად დაუშვებელია, რადგან ამ დროს ტივილის მოხსნის მიუხედავად დაზინება შენარჩუნებულია და დამატებითი დატვირთვით მეტად დავიზიანებთ თავს.


გახსოვდეთ, ყველაზე საუკეთესო შედეგი მიიღწევა მაშინ როდესაც ვარჯიშობთ ნელ-ნელა, სწორად შერჩეული გეგმით, და არა სწრაფად, მოუთმენლად იმის იმედით, რომ უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს. ამიტომ, დიდი სიფრთხილით შეადგინეთ სავარჯიშო გეგმა. სტაბილური, მშვიდი ტემპით ვარჯიში შეამცირებს დაზიანების რისკს და ვარჯიშის პროცესს გაცილებით სასიამოვნოს გახდის.

მასალა მოგვაწოდა Self.Ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player