სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნერვული ანორექსიის ძირითადი ნიშან–თვისებები: წონის დაკლება საწყის წონაზე 15% მეტი; დაბალი წონის მიუხედავად ავადმყოფური რწმენა თავის სიმსუქნეში;

 

 

ამენორეა ავადმყოფობას საფუძველში უდევს მოუშორებელი მისწრაფება დასუსტებისადმი, რომლის რეალიზებას ავადმყოფები ახდენენ დიეტის, ფიზიკური ვარჯიშების, ხშირად ოყნის, სასაქმებლების, პირღებინების გზით. წონის დაკლების შედეგად ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, ჩნდება ამენორეა, ფსიქიკური ცვლილებები. თვითონ ავადმყოფები არ აქცევენ ყურადღებას წონის დაკლებას და მოთენთილობას. ექიმთან კი ისინი მიჰყავთ ნათესავებს, რომლებიც შეწუხებულები არიან მათი მნიშვნელოვნად წონაში კლებით. მხოლოდ ავადმყოფთა გარკვეულ ნაწილს აქვთ სომატური ჩივილები, განპირობებული გართულებებით (საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაზიანებები, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვების შედეგად, სისხლძარღვთა დარღვევები შიმშილობის და ჰიპოკალემიის შედეგად).

 

ნერვული ანორექსია შედარებით იშვიათია; ადამიანთა 100 000–ზე მოდის წელიწადში15 შემთხვევა. რადგან დაავადება ქრონიკულია, ე.ი. ნერვული ანორექსიის საერთო გავრცელება უფრო მაღალია 0,1–0,7 %. ძირითადად ავადმყოფდებიან გოგონები. ავადმყოფობა პიკს აღწევს მოზარდ ასაკში, თუმცა დაავადება შესაძლებელია როგორც ბავშურ ასევე მოზრდილ ასაკში. ავადმყოფური რწმენა თავის სიმსუქნეში და მისწრაფება დაკლებისაკენ ნერვული ანორექსიის დროს ჩვეულებისამებრ არ ატარებს აკვიატების ხასიათს. თავის წონაზე და აგებულებაზე ყურადღების გამახვილება არ ეწინააღმდეგება შინაგან განწყობას, და ამიტომ მას თან არ ახლავს მღელვარება. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ნერვულ ანორექსიას თან ერთვის აკვიატებული მდგომარეობების ნერვოზი და მაშინ ასეთი ავადმყოფებისათვის შესაძლებელია ჩვეულებრივი აკვიატებების და რიტუალების გამოვლენა (დაბინძურების, დაავადების შიში და ა.შ.).

 

პიროვნების და ქცევის ბევრი ცვლილება ნერვული ანორექსიის დროს – შიმშილობის შედეგია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ მოშიმშილე ადამიანს. ეს არის აზრების გამახვილება საჭმელზე, საკვების ნელი გადაღეჭვა, დეპრესია, მოთენთილობა, სქესობრივი აქტივობის დაქვეითება, სოციალური იზოლაცია, კოგნიტური ფუნქციების გაუარესება (გულისხმიერების უუნარობა, ინტელექტუალური ტესტების დაბალი შედეგები, მსჯელობის დარღვევები). ნერვული ანორექსიით დაავადებულთა ნახევარს უჩნდებათ სიმსუნაგის შეტევები, რომელსაც მოჰყვება განტვირთვა. ქცევის ასეთი ტიპი დამახასიათებელია იმპულსური, ნაკლებად შებოჭილი პიროვნებებისათვის. ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ ეს არის არა ნერვული ანორექსია, არამედ ნერვული ბულემია, მაგრამ კონსესუსი მასთან დაკავშირებით ჯერ ვერ იქნა მიღწეული.

 

როგორც გრძელვადიანმა დაკვირვებებმა აჩვენა, ნერვული ანორექსიის დროს ლეტალური შემთხვევა აღწევს 15 % (ტრადიციულად მიღებული 15 % განსხვავებით). შემთხვევების დაახლოებით ნახევარში სიკვდილის მიზეზი არის თვითმკვლელობა – ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ნერვული ანორექსიისას გამოხატულია ემოციონალური დარღვევები და ყოველი შემთხვევის დროს უნდა შეფასდეს თვითმკვლელობის რისკი.

 

ნერვული ანორექსიის მკურნალობა სასწრაფო დახმარება გულისხმობს პირველ რიგში წყლოვან–ელექტროლიტური დარღვევების კორექციას. თუ შრატში კალიუმის კონცენტრაცია 3 მეკვ/ლ–ზე დაბალია, მაშინ შესაძლოა მოხდეს სიცოცხლის უსაფრთოებისათვის გულის რიტმის საშიში დარღვევა. ამიტომ აუცილებელია კალიუმის დეფიციტის შევსება, თანაც თუ ნერვული ბულემიისას საკმარისია კალიუმის მიცემა შიგნით, ანორექსიის დროს მისი მიღება აუცილებელია ინტრავენურად.

 

ხანგრძლივი მკურნალობა. პირველი ნაბიჯი – ავადმყოფის და მისი ნათესავების დარწმუნება მკურნალობის აუცილებლობაში, დაავადების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდება. ამან შესაძლოა წაიღოს ბევრი დრო და ძალისხმევა, რადგან ავადმყოფები ვერ აფასებენ ადეკვატურად თავისი მდგომარეობის საშიშროებას. მაგრამ ეს ეტაპი აუცილებელია, რადგან იძულებითი მკურნალობა დაკავშირებულია სიძნელეებთან, ზოგჯერ კი საერთოდ შეუძლებელია.

 

თითქმის ყოველთვის ადრეული სტადიების გარდა, როცა წონაში დაკლება ჯერ კიდევ უმნიშვნელოა, – შესაძლებელია ჰოსპიტალიზაცია სპეციალიზირებულ სტაციონარში. სტაციონარში უპირველეს ყოვლისა იწყება წონის აღდგენა. ჩვეულებრივად იყენებენ დაჯილდოების მეთოდს: თუ ერთ დღე–ღამეში ავადმყოფი მოიმატებს წონაში მაგალითად 200 გრამს, მაშინ მას "დააჯილდოებენ" დამატებითი თავისუფლებით (ჯერ ნებას რთავენ პალატიდან გამოსვლის გარკვეული დროით, შემდეგ მეგობრების მონახულების, განყოფილების დატოვების და ა.შ.). ავადმყოფებთან დებენ შეთანხმებას, სადაც განსაზღვრავენ თუ რომელი დაჯილდოება შეესაბამება ამა თუ იმ დღე–ღამეში წონაში მომატებას. თუ წონაში მატება არ ხდება, ესე იგი ჯილდო არ არის საკმარისად მიმზიდველი და უნდა მოხდეს უფრო ეფექტურის გამოძებნა. ერთი კონტროლირებადი ცდის მონაცემებით, ნერვული ანორექსიისას დაჯილდოების მეთოდი სხვებზე მეტი ეფექტურია, თუმცა საუკეთესო შედეგებს ის იძლევა იოლ შემთხვევებში.

 

ზონდური კვება – წარსულში გავრცელებული მკურნალობის მეთოდია, რომელიც ჩვენ დროში იშვიათად გამოიყენება ასპირაციული პნევმონიის საშიშროების გამო. მიზი მიზანია– ნორმალური წონის მიღწევა და მისი შენარჩუნება თუნდაც 6 თვის განმავლობაში.

 

ამბულატორული მკურნალობის საფუძველია – ფსიქოთერაპია, მიმართული ფსიქოლიგიურ მხარდაჭერაზე, ყურადღების გადატანა გამუდმებული აზრებიდან თავისი წონის და აგებულების შესახებ, საყოფაცხოვრებო სიძნელეების დაძლევა. მოზარდთათვის სასარგებლოა საოჯახო თერაპია. ასეთი მიდგომისას ავადმყოფების უმეტესი ნაწილი აგრძელებენ წონაში მომატებას, მაგრამ რამოდენიმე თვის შემდეგ დგება ანორექსიის რეციდივი, რომელიც ითხოვს განმეორებით ჰოსპიტალიზაციას. სრული გამოჯანმრთელება შეინიშნება მხოლოდ ავადმყოფთა ნახევარზე ნაკლებს, თუმცა თითქმის ყველას შეუძლია მუშაობა. თერაპიის იშვიათი გართულება– სიმსუქნე (ავადმყოფთა 2 %).

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player